-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ხარაზოვი დავით
ხარაზოვი დავით თომას ძე (01. VII. 1915, ქ. თბილ.). მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1957), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1954). დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1938) და ასპირანტურა (1941). ფიზ.-მა. მეცნ. კანდიდატი (1942). იყო თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი და შემდეგ პროფ. პარალელურად მუშაობდა ა.რაზმაძის სახ. თბილ. მათ. ინ-ტში. მის მეცნ. კვლევის ინეტერსებია: ელიფსური ტიპის განტოლებათა თეორია, სპექტრალური თეორია. მასვე ეკუთვნის ჰილბერტ-შმიდტის თეორიის სხვადასხვა სახის განზოგადებანი ოპერატორული განტოლებებისთვის. ის სამუშაოდ გადავიდა ქ. ლენინგრადში სადაც დაასრულა სიცოცხლე (ახლანდელი სანკტ–პეტერბურგი, 1961).