- კატეგორიები: მათემატიკოსი პედაგოგი
ხარაზიშვილი ალექსანდრე ბეჟანის ძე (18.XI.1949, ქ. მოსკოვი). ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. ვ. კომაროვის სახ. საშ. სკოლა (ოქროს მედალი, 1965-1967), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (წარჩინებით, 1972). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1974), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1982), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (2009), აკადემიკოსი (2014). მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უმცროს მკვლევარად (1972–1976), უფროს მეცნ.-თანამშრომლად (1976 – 1983), დისკრეტული მათ. განყ-ბის გამგედ (1983 – 2005), ი. ჭავჭავაძის სახ. უნ-ტის სრულ პროფესორად (2006-2011). მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მათ. ანალიზის განყ-ბის მთ. მეცნ.-თანამშრომლად (2005-დან). ხ. ა.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროა:სიმრავლეთა თეორია და უსასრულო კომბინატორიკა; ამოზნექილი და დისკრეტული გეომეტრია; ზომის თეორია და ნამდვილი ანალიზი. დამატებითი სიმრავლურ-თეორიული აქსიომების და კომბინატორული მეთოდების დახმარებით შესწავლილია ნამდვილ ანალიზში პათოლოგიური (პარადოქსალური) ფუნქციების შინაგანი სტრუქტურა და მათი ყოფაქცევა ანალიზის სტანდარტული ოპერაციების მიმართ; დისკრეტულ გეომეტრიაში გამოკვლეულია ე.წ. at-სიმრავლეების, ot-სიმრავლეებისა და rt-სიმრავლეების სტრუქტურა; ზომის თეორიაში განხილულია ზომის გაგრძელების ზოგადი ამოცანის სხვადასხვა ასპექტი (მაგ., წმინდა სიმრავლურ-თეორიული, ალგებრული, ტოპოლოგიური). ის იყო 1 ადგილ. სამეცნ. გრანტის ხელმძღვ. ხ. ა. გახლავთ არაერთი საერთაშ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი - Journal of Applied Analysis, Georgian Mathematical Journal, Applied Mathematics, Informatics and Mechanics, Naukovi Visti of the National Technical University of Ukraine – Kyiv Polytechnic Institute. მას მიღებული აქვს ჯილდოები ლოძის უნ-ტის რექტორის ჯილდო (პოლონეთი, 1996), ჯილდო მეცნ. მიღწევებისთვის (საქართვ. მეცნ. ისტორიის საზ-ბა, 2006), საქართ. მეცნ. ეროვნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. პრემია (2008), შოთა რუსთაველის საქართ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ჯილდო მათემატიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2017). ხ. ა. იყო 12 დოქტორანტის ხელმძღვ.
თხზ.:Kharazishvili, A. (2022) Notes on Real Analysis and Measure Theory, Springer Monographs in Mathematics, Springer-Verlag, Berlin-Heidelberg, pp. 1-260, ISBN 978-3-031-17032-4; ხარაზიშვილი, ა. (2023) მათემატიკის საფუძვლების ზოგიერთი საკითხი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, გვ. 1-258, ISBN 9789941334894; Kharazishvili, A. (2024) Introduction to Combinatorial Methods in Geometry, Chapman and Hall/ CRC Press, 2024, pp. 1-376, ISBN 9781003458708.