ხარაზი ლევან ახმედის ძე
ხარაზი ლევან ახმედის ძე

ხარაზი ლევან ახმედის ძე (14.VI.1922, ქობულეთის რაიონი). დაამთავრა პედ. სასწ. (1940). სამხედრო სამსახურის შემდეგ დაამთავრა თსუ-ის ეკონ.  ფაკ-ტი (1946-1951), ასპირანტურა (1951-1954), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1954), მუშაობდა ასისტენტად, მასწავლებლად, იყო კათედრის დოცენტია (1961), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია  (1972) და   უმაღლ. საატესტაციო კომისიამ მიიანიჭა  დოქტორის  წოდება (1977). არის 60-ზე მეტი მეცნ. ნაშრომის ავტორი და სამი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის  სახ.  მედლით (1983).  

ხარაზი, ლ.  (1967). დაგროვებისა და მოხმარების ზოგიერთი საკითხი. თბ., საბჭ.  საქართველო;  ხარაზი, ლ.  (1980). განაწილებათი ურთიერთობა სოც. საზოგადოებაში . თბ., საბჭ.  საქართველო; ხარაზი, ლ.  (1984). გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის არსებითი განსხვავების დაძლევა. თბ., ცოდნა.