ხარატიშვილი მერაბ შოთას ძე (01. III. 1941, თბილისი – 6. VII. 1996, თბილისი), გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1963). მუშაობდა ფიზ. გეოგრ. კათედრაზე (1968-დან). შემდეგ გახდა ამავე კათედრის გამგე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მთიანი ტერიტორიის ლანდშაფტური ანალიზი სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“. ხ. მ. არის 50-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მან გამოიკვლია საქართვ. ბუნებათსარგებლობის გეოგრ. პრობლემები, ლანდშაფტები შეაფასა ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების პოტენციური შესაძლებლობების თვალსაზრისით. მას გამოკვლეული და გამოქვეყნებული აქვს საქართვ. მაშინდელი რ-ების ან ცალკეული სოფლების ლანდშფტური ანალიზი, სოციალურ-ეკონ. ან ბუნებათსარგებლობითი საკითხები. მაგალითად, განხილულია ტყიბულის (1985), ოჩამჩირის (1986), ცაგერის (1988), ოჩამჩირის (1988), ცხინვალის (1990), ყორნისის (1991) და სხვა რაიონები. თავის ნაშრომში „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1990, დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებლის სტუდენტებისათვის) და „ფიზიკური გეოგრაფიის ზოგიერთი საკითხი“ (1991) მ.ხ.-ს წარმოჩენილი აქვს გეოგრ. არსი, ფიზ. გეოგრ. კვლევის მიზანი, საქართვ. ფიზ.-გეოგრ. შესწავლის ისტორია და სამომავლო ამოცანები. ხ. მ. იყო საქართვ. გეოგრ. საზ-ბის პრეზიდიუმის წევრი და განათლების სამინისტროს გეოგრაფიის სამეცნ.-მეთოდური საბჭოს წევრი. დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის სახ. საიუბილეო მედლით (1988).
თხზ.: ხარატიშვილი, მ. (1973). მდინარე რიონის აუზის ბუნების განვითარების შესახებ. საქართვ. სსრ გეოგრ. საზ-ბის შრომები. თბ., ტ. 12, გვ. 291-298; ხარატიშვილი, მ. (1976). მდინარე რიონის ტერასები და ძველი ნახეობარები ქ. ონის მიდამოებში. თსუ-ის შრომები, თბ., ტ.172, გვ. 73-77; ხარატიშვილი, მ. (1975). მდინარე რიონის აუზის (სოფ. ალპანას ზემოთ) მთავარი ლანდშაფტების სასოფლო-სამეურნეო შეფასებისათვის. საქართვ. სსრ გეოგრ. საზ-ბის შრომები, თბ., ტ. 13, გვ. 118-123; ხარატიშვილი, მ. (1981). სამურზაყანოს დაბლობზე სუბტროპიკული მეურნეობის შემდგომი განვითარების ბუნებრივი საფუძველი: [ზემო ბარღების ჩაის საბჭოთა მეურნეობის მაგალითზე]. თსუ-ის შრომები, გეოგრ.-გეოლ., თბ., ტ. 223, გვ. 112-119; ხარატიშვილი, მ. (1986). ბუნებითსარგებლობისა და გარემოს დაცვის გეოგრაფიული პრობლემები. ისტორია და გეოგრაფია სკოლაში, N 4, გვ. 3-9.
ლიტ.: ბოლაშვილი ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი, თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.