ხარატიშვილი გურამ ლევანის ძე
ხარატიშვილი გურამ ლევანის ძე

ხარატიშვილი გურამ ლევანის ძე (14.I.1934 ქ. გორი- 08.IX.2009 ქ. თბილ.),  მათემატიკოსი და პედაგოგი, თსუ-ის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1969), საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი. დაამთავრა მოსკოვის ლომონისოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი. (1956), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყე­ნებითი მათ. ინ-ტის დიფერენციალური განტოლებებისა და მართვის თეორიის განყ-ების გამგე (1968-1993).  თსუ-ის მართვის თეორიის კათედრის გამგე (1996-2006 წწ). თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტის დეკანი (1969-1972). მრავალი სამეცნიერო-სადისერტაციო საბჭოს და სამეცნ. ჟურნ. რედკოლეგიის წევრი. იგი, სხვასასხვა პერიოდში იყო საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, მართვის სისტემებისა და კიბერნეტ. ინ-ტების დირექტორი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. პრემიის ლაურე­ატი (2001). ხ. გ. რევაზ გამყრელიძესთან ერთად,  ით­ვლე­ბა საქართვე­ლო­ში  ოპტი­მა­­ლური მართვის თეორიის განვითა­რების ორგანიზატორად და პირველი ქართვ.მათ.-მეცნიერის  ანდრია რაზმაძის მეცნ. მემკვი­დრე­ო­ბის გამგ­რძე­­ლე­ბლად. ხ. გ. ეწეოდა ნაყოფიერ სამე­ცნ.-კვლ. და პედაგ. მოღვაწეო­ბას, მის მრავალ­რიცხოვან მოწაფეებს  შორის  მრავალადაა ცნობილი  მეცნი­ერი. იგი მართვის თეო­რიის პრობლემებზე ლექციების წასაკითხად  არაერთხელ იყო მიწვეული უცხოეთის სამე­ცნ. ცენტრე­ბში (აშშ, კანადა, პოლონეთი და სხვა). მეცნ. კვლევების მიმართუ­ლე­ბები: დაგვია­ნების შემცველი სისტემების ოპტიმალუ­რი მართვა; ექ­სტ­რე­მა­ლური ამო­ცანები წრფივ ტოპო­ლოგიურ სივრცე­ებში; გამო­თვ­ლი­თი მეთოდები ოპტიმალურ ამოცა­ნებში; ცვლად­­სტუქტუ­რიანი ოპ­ტი­მალური ამოცა­ნები; ეკონ. სისტემების მოდელი­რება და ოპტიმიზაცია; ჩვეულებრივი და ფუნქციო­ნალურ-დიფერენცი­ალური განტოლე­ბე­ბის თვისე­ბრივი თეორიის საკითხები. იყო საქ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“ (1990-1991), ხელი აქვს მოწერილი საქ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991, 9 აპრილი).

თხზ.: Kharatishvili, G. (1966). Optimal processes with delays. (Russian), Tb. Metsniereba;  Kharatishvili, G. (თანაავტორი). (1973). Abstract variational theory and its application to optimal problems with delays. (Russian), Tb., Metsniereba, ;  Kharatishvili, G. (თანაავტორი). (2007).  Formulas for the variation of a solution and optimal control problems for differential equations with retarded arguments. J. Math. Sci. (N.Y.) 140, no. 1, pp. 1–175.