ხარაიშვილი ეთერ დიმიტრის ასული
ხარაიშვილი ეთერ დიმიტრის ასული

ხარაიშვილი  ეთერ დიმიტრის ასული (20.IX.1953, საჩხერე), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მიკროეკონომიკის კათედრის პროფესორი და ხელმძღვ., საქართვ. ეკონ. მეცნ. აკად.  ნამდვილი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, ბუნების ისტორიის ეროვნ. აკად.  ნამდვილი წევრი. დაამთავრა თსუ-ის დარგობრივი ეკონ. ფაკ-ტი (1970-1975), ამავე ფაკ-ტის ასპირანტურა (1975-1978) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1981), სადოქტორო (1999) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის წოდება. იყო სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტის მრეწვ., სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონ. კათედრის მასწავლებელი (1978-1983), ამავე კათედრის დოცენტი (1983-2000), პროფესორი(2000-2002), ეკონ. ფაკ-ტის მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორი (2002-2006), დღემდე არის მიკროეკონომიკის კათედრის პროფესორი და  კათედრის ხელმძღვ. (2006–დან). წლების მანძილზე აკადემიურ თანამდებობასთან ერთად ეწევა ადმინისტრაციულ საქმიანობასაც. იყო ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1996-2006),   ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საზ-ებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრ. (2009-2010),   ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2015-2021). არის ფაკ-ტზე კრედიტების აღიარების კომისიის თავ-რე; ეკონ. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანამან. პროგრამების კოორდინატორი (2023–დან). ხ.ე. არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ექსპერტი აკადემიაში წარმოდგენილი საქართვ. უმაღლ. საგანმან. და სამეცნ. კვლევითი დაწესებულებების სამეცნ. საქმიანობის  წლიური ანგარიშების შესაფასებლად; საქართვ. პარლამენტის კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის საპრეტენზიო კომისიის წევრი; სოფლის მეურნეობის ეკონომისტთა ევროპ. ასოციაციის წევრი. არის ბათუმის შ. რუსთაველის სახ. უნ-ტისა და   ნავიგაციის სასწ. უნ-ტის საპატიო დოქტორი (2022). პროფ. ხ.ე. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის რედაქტორი და რეცენზენტი, ჟურნ. სარედაქციო კოლეგიების წევრი, სადისერტაციო ნაშრომების ოპონენტი და შემფასებელი, ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. მონაწილეობს მრავალ საერთაშ. პროექტსა და პროგრამაში, სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტებში, ამ პროექტის ფარგლებში სახელმწ. გრანტით მისი ხელმძღვანელობით გამოცემულია სამი სახელმძღვანელო მისი ხელმძღვანელობით ეკონ.  და ბიზნესის ფაკ-ტზე ხორციელდება მიზნობრივი-სამეცნ. პროექტები. მიღებული აქვს აკადემ. პერსონალის სამეცნ. კვლევითი ხელშეწყობის ფარგლებში დაწესებული ჯილდო Scopus-ისა და Web of Science-ის ბაზებში ინდექსირებულ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში სამეცნ. პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის (2022-2024). მონაწილეობს მრავალ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციასა და ტრენინგ კურსებში. მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო კვლევისათვის „Digitalization of Georgia's agro-food industry: challenges and opportunities for sustainable development  დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2013), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალით (2018), საქართვ. ეკონ. მეცნ. აკად. საპატიო სიგელით(2021), თსუ-ის სამეცნ. და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა უნ-ტის ოქროს მედლით, პ. გუგუშვილის სახ.ინ-ის მედალით(2021),   გადაეცა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. სიგელი ეკონ. დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის (2022),  მიიღო საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. საპატიო სიგელით ეკონომიკის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის (2023). გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.

თხზ.: ხარაიშვილი, ე. (თანაავტორი). (1998). მიკროეკონომიკა. დამხმარე სახელმძღვააანელო ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ნაწ. 1. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ხარაიშვილი, ე. (2004). რეგიონული ეკონომიკა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ხარაიშვილი, ე. (თანაავტორი). (2009). ფირმის ფინანსური ეკონომიკა: დამხმარე სახელმძრვანელო. თბ., უნივერსალი; ხარაიშვილი, ე. (2011). კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემები საქართველოს აგროსასურსათო სექტორში:[მონოგრაფია]. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN9789941173424; ხარაიშვილი, ე. (რედაქტორი). (2014). ვ. ნიკოლსონი. მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ხარაიშვილი, ე. (თანაავტორი). (2015). მენეჯერული ეკონომიკა. თბ., უნივერსალი; ხარაიშვილი, ე. (2017). ღვინის ბაზარი და მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელები საქართველოში. თბ., უნივერსალი     ISBN 9789941260827;