ხარაძე ნატალია ოთარის ასული
ხარაძე ნატალია ოთარის ასული

ხარაძე ნატალია ოთარის ასული (17.I.1969, თბილისი), ეკონომისტი. თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონ. მეცნ. დოქტორი. ექსპერიმენტის წესით ჩაირიცხა თსუ-ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტზე და დაამთავრა წარჩინებით(1992). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მენეჯერთა შრომის ორგანიზაცია“ (1997). მუშაობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის მრეწველობის, სოფლ. მეურნეობისა და შრომის ეკონ. კათედრაზე, დოცენტად. იყო ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2021), გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2021-დან). მის მიერ შემოტანილ იქნა საგანი „ლიდერობა“, რ-იც იკითხებოდა მაგისტრატურის საფეხურზე. მოგვიანებით აღნიშნული საგანი გახდა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის არჩევითი და მოთხოვნადი. ასევე, შემოიტანა საგნები - „კარიერის მართვა“, „ტალანტების მართვა“ ხოლო მაგისტრანტებისთვის „გლობალური ტალანტ მენეჯმენტი“. მის მიერ ფაკ-ტზე შეიქმნა საბაკალავრო და სამაგისტრო მოდული „ადამიანური რესურსების მართვა“. პირველად საქართვ. საგანმან. სივრცეში შეიქმნა ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი “იგი არის ფაკ-ტზე ადამიანისეული მართვის ლაბორ. დამფუძნებელი. არის საერთაშ. ჟურნალების  რედკოლეგიის წევრი და მაღალრეიტინგული ჟურნალების რეცენზენტი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი. ორჯერ დაჯილდოვდა რექტორის ბრძანებით განსაზღვრული ფინანსური ჯილდოთი (2021). გამოქვეყნებული თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მაღალრეიტინგული სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციები, როგორიცაა:,,Study of the factors influencing the satisfaction of employees in the territorial units of the Tbilisi city hall” (Access Journal - Access to Science, Business, Innovation in the Digital Economy, 2024); ,,The impact of performance management on the career development of employees” (Access Journal, The impact of performance management on the career development of employees, 2025).

თხზ.: ხარაძე, ნ. (2004). სტუდენტის დროის ბიუჯეტი:[მონოგრაფია]. თბ., უნ-ტის გამ-ბა,  ISBN9994012754; ხარაძე, ნ. (2009). ლიდერობა და ადამიანთა მართვის ხელოვნება პრაქტიკული რჩევები საქმიან ადამიანებს), ნაწ. 1. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941101083; ხარაძე, ნ. (თანაავტორი). (2018). მაგისტრანტთა დროის მენეჯმენტი:[მონოგრაფია]. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941262562.