-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ხარაძე გიორგი (15.VIII.1931, ხარაგაულის რაიონის სოფ. ფარცხნალი-15.VII.2021, თბილ.). დაამთავრა თბილ. რკინიგზის მე-6 საშ. სკოლა (1949); სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტზე, რომლის დასრულების შემდეგ განაგრძო სწავლა ასპირანტურაში თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტის თეორიული ფიზიკის კათედრაზე (1949-1957). საქართვ. მეცნ. აკადემიის წევრი (1957-2021), თსუ–ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის თანამშრომელი(2006–დან). ინჟინერი (1957-1958), უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1958-1960), უფროსი ინჟინერი (1960-1962), იყო ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტის ბირთვული რეაქტორის მთავარი ფიზიკოსი, ფიზიკის ინ–ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1962-1979), კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყ–ების გამგე (1979-1988). შეთავსებით იყო ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის ფიზიკის კომისიის ხელმძღვ. (1973-1983), თსუ–ის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი (1968-1970) და პროფესორი (1980-1982). მუშაობდა საქართვ. ტექნ. უნ–ტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკ–ტის პროფესორად (1978-1979), უნ–ტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის პროფესორად (1983-1988). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1961) და სადოქტორო დისრეტაცია (1973) კონდენსირებულ გარემოთა თეორიაში. არჩეული იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტად (1979), შემდეგ გახდა მეცნ. აკადემიის წევრი (1984). აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (2004-2013). ხ.გ. იყო აკადემიის ფიზიკის ინ–ტის დირექტორი (1988-2006) და ინ–ტის სამეცნ. საბჭოს თავ–რე (2006-2018). სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ფიზიკის ინ–ტის კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყ–ებაში, მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (2004). არის 2 მონოგრაფიის და 90-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი. ძირითადი შრომები შესრულებული აქვს ზედენადი 3He-ის თეორიაში, მაგნიტური მინარევების თეორიაში-კონდოს ეფექტი და დაბალგანზომილებიანი ძლიერ კორელირებული სისტემების ფიზიკის მიმართულებით.