ხარაძე ევგენი კირილეს ძე
ხარაძე ევგენი კირილეს ძე

ხარაძე ევგენი კირილეს ძე(31.X.1907, თბილისი - 10.X.2001, თბილისი), ასტრონომი, საზ. და სახელმწ. მოღვაწე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი დირექტორი (1932-დან). ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1930) და ასპირანტურა (1934). იყო თსუ-ის პროფესორი (1949-დან); ასტრონომიის კათედრის გამგე (1939-დან);  თსუ-ის რექტორი (1959-1965); საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პრტია", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); მისი ძირითადი სამეცნ. ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული და ფოტომეტრიული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართვ. მთიანი რაიონების ასტრონ. კლიმატის, ტელესკოპთა ოპტიკური კვლევის საკითხებს; აღმოაჩინა, რომ P Cyg-ტიპის ვარსკვლავთა სპექტრში ხაზების დოპლერისეული წანაცვლებანი მოწმობენ ვარსკვლავის განვრცობილ ატმოსფეროში ელემენტების სტრატიფიკაციას; შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების, ფოტოვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები, მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის შთანთქმა გალაქტიკაში. იყო საკავ. ასტრონომიულ-გეოდ. საზ-ება, ვიცე-პრეზიდენტი (1965-1970); ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტი, თავ-რე (1962-1974); საერთაშ. ასტრონ. კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი (1976-1982); საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1955); საქართვ. მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი (1972-1978); საქართვ. სსრ საზოგადოება "ცოდნის" თავ-რე (1977-1980) და საპატიო თავრ-რე (1981); სსრკ მეცნ. აკადემიის ასტრონ. საბჭოს ბიურო, წევრი (1936); ღირსების ორდენის (1997),  ოქტომბრის რევოლუციის ორდენის (1971), შრომის წითელი დროშის ორდენის (1951),  ლენინის 4 ორდენის კავალერი; სომხეთის მეცნ. დამს. მოღვაწე; საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე; .თბილ. საპატიო მოქალაქე (1982);

თხზ.: ხარაძე, ე. (1949). სამყაროს აგებულება. თბ., სახელგამი; ხარაძე, ე. (1949). ვარსკვლავთა სამყარო. თბ., სახელგამი; ხარაძე, ე. (1991). ასტრონომიის საფუძვლები : ტ. 1. თბ, უნ–ტის გამ-ბა,  ISBN: 5-511-00368-9; ხარაძე, ე. (1995). ასტრონომიის ამოცანები, მეთოდები და მიღწევები უძველესი დროიდან მიმდინარე საუკუნის მიწურულამდე.  თბ., მეცნიერება.