ხარაძე არჩილ კირილეს ძე
ხარაძე არჩილ კირილეს ძე

ხარაძე არჩილ კირილეს ძე (21.IV.1895 სოფ. წიფა, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - 17.XII.1976 ქ. თბილ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში).  მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1930), საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944).  დაამთავრა: თბილ. ვაჟთა მესამე გიმნაზია (1912) და შევიდა მოსკოვის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის მათ. განყ-ბაზე. მიიწვიეს მათ. ანალიზის კათედრაზე ასისტენტად ახლად დაარსებულ თსუ-ში. მან პირვლმა წაიკითხა  ქართულად   ლექცია. მათ.-ში.  მან ჩააბარა სადოქტორო გამოცდები (1922) და დატოვეს დოცენტად მათ. ანალიზის კათედრაზე, რ-საც განაგებდა ა. რაზმაძე. ა. რაზმაძის გარდაცვალების შემდეგ უნ-ტის სამეცნ. საბჭომ ა. ხარაძე აირჩია პროფესორად და დაამტკიცა მათ. ანალიზის კათედრის გამგედ (1929-1976),  45 წლის განმავლობაში ის უწყვეტად ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კათედრას. ის მუშაობდა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის დეკანად,  იყო თსუ-ის  პრორექტორი (1938–1944).  ის იყო: კათედრის გამგე თბილ. პოლიტექნ. ინ-ტსა და ქუთაისის პედ. ინ-ტში. ა. პუშკინის სახ. ინ-ტის რექტორი (1947-1952), თბილ. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი. ის იყო გამოჩენილი მეცნ. და პედ. იყო ქართ. მათ. საზ-ების ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1970-1975). დაჯილდოვებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. მისი გამოკვლევები ეხება ალგებრას, გეომეტრიას და მათ. ანალიზის საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები ორთოგონალურ პოლინომთა  კლასიკური თეორიის შემდგომი განზოგადებისა და ამ თეორიის პრობლემებთან კავშირების დადგენის მიმართულებით. მას ა. რაზმაძესთან და ნ. მუსხელიშვილთან ერთად დიდი წვლილი  მიუძღვის მათ.  ტერმინოლოგიის დადგენაში.    

თხზ.: ხარაძე, ა. (1931). დეტერმინანტთა თეორიის საფუძვლები, ტფ., ხარაძე, ა. (თანაავტორი). (1963). მათემატკური ანალიზის კურსი, ტ. 1. გამომც. ცოდნა; ხარაძე, ა. (თანაავტორი). (1968). მათემატკური ანალიზის კურსი, ტ. 2. თსუ-ის გამ-ბა.