-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ხარაბაძე ელენა ასლანის ასული (23.II.1943, სამტრედია, სოფ. დიდი ჯიხაიში), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით (1961-1966), თსუ–ის ასპირანტურა (1968-1972). მუშაობდა უნ-ტში აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრაზე მეცნიერ მუშაკად, ასისტენტად, უფრ. მასწავლებლად. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ღვინის მრეწველობის საწარმოო ფონდების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი და მისი გაუმჯობესების გზები“ და მიენიჭა დოცენტის ხარისხი (1967–დან). იყო ამავე კათედრის გამგე (1992-1997). კათედრას პროფესორ ხ.ე.–ს თაოსნობით ეწოდა აღრიცხვა–ანალიზისა და აუდიტის სახელი (1992), შემდეგ იყო კათედრის ხელმძღვ. (2006-2012). იყო ფაკ-ტის დეკანი (2007-2018). განვლილი აქვს აკად. კურსები: ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ექსპერტთა საერთაშ. კორპუსის პროგრამით, საერთაშ. სტანდარტებით ფინანსურ აღრიცხვასა და მმართველობით აღრიცხვაში, გრეინინგის ინსტრუქტორის მომზადების კურსი ISAH-ის განათლების განვითარების აკად. პროგრამით, ლონდონის კოლეჯის კურსი ,,მასწავლებელთა მომზადება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში”. იყო საქართვ. კონტროლის პალატის მოხელეთა ატესტაციისათვის ტესტების მომზადებისა და მოწვეულ კონსულტანტთა კოორდინატორი (2001). სამეცნ. გრანტით შეასრულა აშშ განვითარების საერთაშ. სააგენტოს პროექტი ,,კორუფციული გარიგებების ასპექტები საგადასახადო კოდექსში“ (2003). იყო შპს ,,ელკო-აუდიტის” დამფუძნებელი დირექტორი. საქართვ. დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა კავშირის პრეზიდენტი (1997–2010), ხოლო შემდეგ იყო ეკონომ. და ბიზნესის კათედრის პროფესორი (2006–დან). მიღებული აქვს სახელმწ. სამეცნ. დარგობრივი პრემია, ღირსების ორდენი და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი. მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნ. კონფერენციასა და ექსპერიმენტში, როგორიცაა გაეროს განვითარების პროგრამა ,,საქართველოს ფინანსური სისტემის მოდერნიზაცია-პირველი ფაზა“. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი: 5 სახელმძღვანელო, 2 მონოგრაფია და მრავალი სტატია. პროფესორ ხ.ე.–ს მინიჭებული აქვს ემირეტუსის წოდება (2018).
თხზ.: ხარაბაძე, ე. (1988). ბუღალტრული აღრიცხვის თეორია. თბ., გამომც. განათლება; ხარაბაძე, ე. (1996). ბუღალტრული აღრიცხვის თეორია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ხარაბაძე, ე. (2002). ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები. თბ., ბიზნეს-კურიერი; ხარაბაძე, ე. (2012). ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები. თბ., უნივერსალი; ხარაბაძე, ე. (2015). ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები. თბ., მერიდიანი; ხარაბაძე, ე. (2017). მოგების გადასახადი და მისი აღრიცხვის თავისებურებები. ინოვაციური ეკონომიკა და მართვა=Innovative economics and management №2 ტ.IV, გვ. 83–92. თბ., ბათუმის ნავიგაციის სასწ. უნ–ტის გამ–ბა.