ხარაბაძე თამარ დავითის ასული (13.III.1950, ქუთაისი), მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართვ. მხატვართა კავშირის ახალგაზრდული სექციის წევრი (1976-1978); საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1988-დან). დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა სახელმწ. პედ. ინ-ტი, ფრანგ. ენის ფაკ-ტი (1974); თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტი, ფერწერის სპეციალობით (1976); იყო საქართვ. მხატვართა კავშირში კონსულტანტი (1980-1992); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სახვ. ხელოვნ. და დიზაინის პრაქტიკის ხელმძღვ. (1976- 1977); მასწავლებელი (1977-1978), უფრ. მასწავლებელი (1978-2004); დოცენტი (2004-2006); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სახვ. ხელოვნ. და დიზაინის მიმართულების ფერწერის, ხატვის და კომპოზიციის მოწვეული პედ. (2006-დან). ხ. თ.-ს ნამუშევრები დაცულია კანადის, ჰოლანდიის, უნგრეთის, საფრ., რუსეთის, თურქ., გერმ., პოლონეთის, ვიეტნამის კერძო კოლექციებში. მონაწილეობს რესპუბ. და საერთაშ. გამოფენებში (1976-დან). კერძოდ, ხ. თ. მონაწილეობდა: ხელოვნ. საერთაშ. ფესტივალ "Femin & Art", ქალთა საერთაშ. დღისადმი მიძრვნილ გამოფენაში (თურქეთი, სტამბული, მარტი, 2012); ხელოვნ. საერთაშ. ფესტივალში (თურქეთი, ჩანაკალე, მარტი, 2012); თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების საშობაო გამოფენაში (საქართვ. ეროვნ. ბ-კის საგამოფენო დარბაზი, თბ., დეკემბერი, 2012); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის მხატვართა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენაში (თბ., 2012). ხელოვნ. საერთაშ. ფესტივალში ''Femin & Art" (თურქეთი, ტრაპიზონი, მარტი, 2013); საქართვ. მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში, მიძღვნილი მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი (დ. შევარდნაძის სახ. სახელმწ. გალერეა, თბ., სექტემბერი, 2013); ქართვ. და თურქ მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში (თსუ-ის საგამოფენო დარბაზი, 2013); თსუ-ის პროფესორ მასწავლებლებისა და "Femin & Art"-ის წევრ ქალთა ნამუშევრების გამოფენაში (თსუ-ის საგამოფენო დარბაზი, 2013); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დასახმარებლად ქართვ. მხატვართა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენაში, )"პროკრედიტ ბანკის" საგამოფენო დარბაზი, თბ., 2014); თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში "სიყვარულით საქართველოდან" (აზერბ. ეროვნ. მუზეუმი, ბაქო, ნოემბერი, 2014); თანამედროვე ქართვ. მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში, საქართვ. პარლამ. ეროვნ. ბ-კის საგამოფენო დარბაზი (თბ., დეკემბერი, 2014); ქართვ. მხატვართა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენაში "დაეხმარეთ მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება" (მ. თუმანიშვილის სახ. კინო-მსახიობთა თეატრი, თბ., აპრილი, 2015); მხატვართა ნამუშევრების საერთაშ. გამოფენაში "ჩვენ მშვიდობა გვსურს" (თსუ-ის საგამოფენო დარბაზი, დეკემბერი, 2015); გამოფენაში "მხატვრის თვალით დანახული საქართველო", (ახმეტა, პანკისი, 2016); გამოფენაში "მხატვრის თვალით დანახული საქართველო," (სამხატვრო აკად. გობელენის საგამოფენო ცენტრი, თბ., სექტემბერი, 2016). ქართვ. მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში "ზაფხულის 30 დღე" (საქართვ. სამხატვრო აკად. გობელენის საგამოფენო ცენტრი, თბ., 2016); გამოფენაში "ქართველი მხატვრები" (საქართვ. მხატვართა კავშირი, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნ. მუზეუმი, თბ., 2017); "Art ფესტივალი 2017" (არქანიას სახ. აფხ. კულტ. ცენტრის საგამოფენო დარბაზი, თბ., მარტი, 2017); თსუ-ის სახვ. ხელოვნ. კათედრის სტუდენტთა და პედ. ნამუშევრების გამოფენაში (თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, თბ., დეკემბერი, 2017); თსუ-ის სახვ. ხელოვნ. მიმართულების პედ. ნამუშევრების გამოფენაში, მიძღვნილი თსუ - 100 წლისთავისადმი (თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, თბ., თებერვალი, 2018); პერსონალურ გამოფენაში (თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, თბ., მაისი, 2019); უკრაინელ ხალხთა მხარდამჭერი მხატვარ ქალთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენაში (საქართვ. მხატვართა კავშირი, გალერია "ოპიზარი", თბ., მარტი, 2022); თსუ-ის 105 წლისადმი მიძღვნილი გამოფენაში (თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო სივრცე, თბ., თებერვალი, 2023); საგაზაფხულო გამოფენაში (საქართვ. მხატვართა კავშირი, ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნ. მუზეუმი, თბ., მარტი, 2023); პედაგოგ მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში (საქართვ. მხატვართა კავშირი, გალერეა "ოპიზარი“, თბ., 16.IV.2024); საქართვ. მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული პორტრეტის გამოფენაში (აბრეშუმის ფაბრიკის გალერეა (თბ., აპრილი, 2024); თანამედროვე პროფ. მხატვართა ჯგუფის ნამუშევრების გამოფენაში (თეთრიწყარო, მხატვრის სახლი, მაისი, 2024); დ. კაკაბაძის 135 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაში (თბ., სექტემბერი, 2024); თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში (საქართვ. მხატვართა კავშირი, აბრეშუმის ფაბრიკის გალერეა, თბ., აპრილი, 2025); გამოფენაში "დედამიწის სამკაული" (ნ. იანქოშვილის მუზეუმი, თბ., ივლისი, 2025); ივ. ჯავახიშვილის დაბადების 150 წლისადმი მიძღვნილ უნივერსიტეტელი მხატვრების გამოფენაში (თსუ-ის ბიბლიოთეკის ცენტრ. კორპუსის საგამოფენო სივრცე, თბ., 2026). მისი ნამუშევარი "ორთაჭალის ტურფა" შესულია ალბომში "ფიროსმანი მხატვართა მუზა" (გამომც. "სვეტი, თბ., მარტი, 2024).