ხანანაშვილი ლოტარ მიხეილის ძე
ხანანაშვილი ლოტარ მიხეილის ძე

ხანანაშვილი ლოტარ მიხეილის ძე (10.III.1930, თბილისი - 2005), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1975).  სა­ქარ­თვ. მეც­ნ. აკ­ად­ემი­ის წ.-კო­რ. (1984). დაამთავრა მოსკოვის მენდელეევის სახ. ქიმიურ-ტექნოლ. ინ-ტის სილიკატური ტექნოლოგიების ფაკ-ტი (1953). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1957). მუშაობდა მოსკოვის ელექტროტექნიკის ინ-ტში უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად (1958-1959).  იყო მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლ. ინ-ტის დოცენტი (1959-1974). სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„სილიციუმის შემცველი ჰეტეროციკლური ნაერთების სინთეზი და მათი გარდაქმნები“ დაიცვა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. ფაქიზი ქიმ. ტექნოლოგიის ინ-ტში  (1974). იგი ამავე ინ-ტის ელემენტორგანული და არაორგანული პოლიმერების სინთეზის კათედრის პროფესორი იყო (1975-1978). ხ.ლ. თსუ–ის მა­ღალ­მო­ლე­კუ­ლურ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თედ­რის გამ­გედ იქ­ნა არ­ჩე­ული (1978).   წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნ. საბ­ჭოს, მათ შო­რის, სა­დოქ­ტო­რო და სა­კან­დი­და­ტო ხა­რის­ხის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი სპე­ცი­ალიზირებული საბ­ჭო­ებ­ის წევ­რი. ხ.ლ.-ს სამეცნ. მოღვაწეობა მრავალმხრივია. მის  მიერ თანამშრომლებთან ერთად შესრულებული სამუშაოები მიძღვნილია ელემენტორგანული მონომერების  და პოლიმერების  ქიმ. და ტექნოლოგიისადმი. მის მიერ შემუშავებულია და წარმოებაში დანერგილია სხვადასხვა მაღალი ფიზიკურ-მექან. თვისებების მასალები, რამაც დიდი სარგებლობა მოუტანა ქვეყანას. მი­სი პე­დ. და სა­მეც­ნ.-კვლე­ვი­თი მუ­შა­ობ­ის შერ­წყმა გან­სა­კუთ­რე­ბით ეფ­ექ­ტუ­რი გახ­და უნ­-ტში კვლე­ვი­თი ლა­ბო­რ. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და შექ­მნის შედეგად. თსუ-ში მა­ღალ­მო­ლე­კუ­ლურ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თედ­რას­თან გა­იხ­სნა ჰე­ტე­რო­ჯაჭ­ვუ­რი პო­ლი­მე­რე­ბის და კომ­პო­ზი­ცი­ური მა­სა­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი სა­მეც­ნ. კვლე­ვი­თი ლა­ბო­რატორია (1980), რ-იც გა­და­კეთ­და პრობ­ლე­მურ ლა­ბო­რატორი­ად (2000-2006). მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ბა­ზის შექ­მნა მეცნიერების, ას­პი­რან­ტე­ბი­სა დ სტუ­დენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნ. კვლე­ვი­თი მუ­შა­ობ­ის­ათ­ვის. ხ.ლ. ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა სამეცნ. კადრების აღზრდას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაცია. მი­სი უშუ­ალო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დამ­ყარ­და კავ­ში­რე­ბი მოს­კო­ვის წამ­ყვან უნ-ტსა და ინ­-ტთან. მათ შო­რის იყო სა­ავია­ციო მა­სა­ლე­ბის სა­კავ­შ. ინ­-ტი, რო­მელ­თა­ნაც სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თე­მე­ბი მუ­შავ­დე­ბო­და (1993-მ­დე). მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ები მივ­ლი­ნე­­ბულ იქნენ გერმანიის, რუსეთის წამ­ყვან სა­მეც­ნ. ცენ­ტრებ­ში. მა­ღალ­მო­ლე­კუ­ლურ ნა­ერ­თთა ქი­მი­ის კა­თე­დრა­ზე სტა­ჟი­რე­ბას გა­დი­ოდ­ნენ იენ­ის და დრეზ­დე­ნის ახ­ალ­გაზ­რდა მკვლე­­ვარე­ბი. ხ.ლ.–ს სამეცნ. მიღწევები ასახულია 500-ზე მეტ სამეცნ. პუბლიკაციაში, მათ შორის ერთ სახელმძღვანელოში (გამოიცა 3-ჯერ), ორ მონოგრაფიაში, 130 საავტორო მოწმობასა და 30 საზღვარგარეთის პატენტში. მან ორჯერ გა­მოს­ცა წიგ­ნი ელ­ემ­ენ­ტორ­გა­ნუ­ლი მო­­­­­ნო­მერ­ებ­ისა და პო­ლი­მე­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის დარ­გში (1975, 1980).  შემდეგ გა­მო­ვი­და აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნის გა­და­მ­უშ­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი ინ­გლი­სურ ენ­აზე: The book, New Concepts in Po­ly­mer Science, „Elementorganic Monomers: Technology, Pro­perties, Applications“ (2006). ხ.ლ. არაერთგზის იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად და მოხსენების გასაკეთებლად თავისი გამოკვლევების შესახებ გერმანიაში, პოლონეთსა და ბულგარეთში, აგრეთვე საერთაშ. კონგრესებზე, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, რ-ებიც მიძღვნილი იყო ელემენტორგანული ნაერთების ქიმიისადმი. ნაყოფიერ სამეცნ. საქმიანობას პროფ. წარმატებით უთავსებდა ფართომასშტაბიან პედაგოგიურ და სასწ.-მეთოდურ მუშაობას. იყო სსრკ მეცნ. აკად. ელემენტორგანულ ნაერთთა ინ-ტში  ქიმიურ მეცნ. კანდიდატის აკად. ხარისხის მიმნიჭებელი  სპეციალიზებული საბჭოს წევრი მაღალმოლეკულურ ნაერთთა  ქიმიაში, თსუ-ის ქიმიურ მეცნ. კანდიდატის აკად. ხარისხის მინიჭების სპეციალიზებული საბჭოს თავ-რე ორგანულ-  და მაღალმოლეკულურ  ნაერთეთა ქიმიაში, მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის ფაქიზი ტექნოლოგიის ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა  და კოლოიდური ქიმიის ქიმ. მეცნ. დოქტორის აკად. ხარისხის მინიჭების სპეციალიზებული საბჭოს წევრი,  თსუ–ის აკად. საბჭოს წევრი, სსრკ უმაღლ. განათლების სამინისტროს სამეცნ. ნაშრომების  „ქიმია და სილიციუმ- და ფოსფორორგანული ნაერთების პრაქტიკული გამოყენება“ უნივერსიტეტთაშორისი კრებულის სარედაქციო  საბჭოს წევრი. ხ.ლ. იყო სსრკ მეცნ. აკადემიის მაღალმოლეკულური ნაერთების სამეცნ. საბჭოს წევრი, სსრკ მეცნ. აკადემიის მაღალმოლეკულური ნაერთების სამეცნ. საბჭოს ქართ. სექციის თავ-რე,  ელემენტორგანულ ნაერთთთა  ქიმიის სამეცნ. საბჭოს სექციების წევრი, „პლასტმასების“ და „რეზინისა და კაუჩუკის“ სექციების წევრი, საქართვ. სსრ უმაღლ. განათლების სამინისტროს ქიმიის სამეცნ.-მეთოდური საბჭოს თავ-რე, საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის ქიმ. და ქიმ. ტექნოლოგიის განყ-ების ბიუროს წევრი.  საქართვ. მეცნ. აკადემიის ჟურნ. „მაცნეს“   ქიმიის სერიის  და საერთაშ. ჟურნ. ,,Russian  Polymer News-ის“ რედკოლეგიის წევრი. ხ.ლ. იყო ნიუ-იორკის აკადემიის საპატიო წევრი. დააჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (2000), საკავშ. გამომგონებლის საპატიო ნიშნით (1985), პ. მელიქიშვილის სახ. პრემიით (1983), სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით (ВДНХ, 1978) და სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენა ბრინჯაოს მედლით (ВДНХ, 1972).