-
ავტორი
- კატეგორიები: ქველმოქმედი შემომწირველი
ხაინდრავა ივლიანე ლევანის ძე (იგივე იულიან ხაინდროვი) - (1873, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნციპ. — 18.VII.1938, დაკრძალულია ხარბინის ახ. სასაფლაოზე, ახლანდ. ჩინეთის სახ. რესპ.), რევოლუციონერი, ქ. ხარბინის ქართ. კოლონიის ხელმძღვ., მრეწველი, თსუ-ის მეცენატი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. მოწაფეობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. იყო ანარქისტული ორგანიზაციის წევრი (1890). მონაწილეობდა ქუთაისის გუბერნატორზე თავდასხმაში, რის გამოც გადასახლეს ციმბირში, სადაც 14 წელი დაჰყო. შემდეგ გადავიდა ჩინეთში და დასხლდა მანჯურიაში, ქ. ხარბინში. აქ დააფუძნა ქართ. სათვისტომო (1908), რომლის პირველი და უცვლელი თავ-რე იყო გარდაცვალებამდე. ხ.ი. ფარულად იმყოფებოდა საქართველოში (1916). იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხარბინის მრავალეთნიკურ მოსახლეობაში. ეწეოდა ქველმოქმედებას. მისი ინიციატივითა და მონაწილეობით დაარსდა ქართ. კლუბი, ბ-კა, სკოლა, ურთიერთდამხმარე სალარო. მისი უშუალო თაოსნობით ხარბინის ქართ. საზ-ებამ შეკრიბა და უნ-ტს შემოსწირა 15000 მან. (1919). საქართვ. ოკუპაციის შემდეგ სათვისტომოს კავშირი არ გაუწყვეტია ევრ., აზიასა და ამერ. არსებულ ქართ. ემიგრაციის სხვა სათვისტომოებთან. ხარბინელი ქართვ. ფინანსურად ეხმარებოდნენ საფრ. საქართვ. ლტოლვილი მთავრობის ლეგაციასა და ქართ. კულტ. ცენტრებს სხვადასხვა ქვეყნაში. ხ.ი. სათავეში ჩაუდგა ფონდს, რომელიც იაპონიაში ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულებს ძალიან დაეხმარა (1926). ამ საქმეში მისი წვლილი იმდენად დიდი იყო, რომ იაპონიის იმპერატორ ხიროხიტოს უმაღლესი ჯილდო – "მზის ორდენი"მიიღო. ანდერძის მიხედვით, უნდა დაეკრძალათ მშობლიურ სოფელში, რაც ვერ შესრულდა.
ლიტ.: გაიპარაშვილი, ზ. (თანაავტორი). (2006). ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები (1917-1926). თბ., უნივერსალი, ISBN 9994051849; აფხაიძე, თ. (2012). ქართული ემიგრაციის ფურცლები - "ივლიანე ხაინდრავა", [ტ.] 24. თბ., ISSN 15124959.