-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი მინისტრი პოლიტიკოსი პროფესორი
ხადური ნოდარ თამაზის ძე (29.VIII.1970, გორის რ-ნი, სოფ. ქვეში - 10.IX.2019, თბილისი), ეკონომისტი, პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი მაკროეკონომიკის სპეციალობით (1996) და საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის ასპირანტურა (1999). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში“ (2002). მუშაობდა საქართვ. პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად. იყო საქართვ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე - საპარლამენტო მდივანი (2000-2004), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2004-2005), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნ. კონსულტანტი (2004-2008), საქართვ. კონკურენციის სააგენტოს თავ-რე (2016). იყო თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელ-ლი (2006-2019). საქართვ. ფინანსთა მინისტრი (2012-2016). ამ რანგში იგი იყო მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველი, საერთაშ. სავალუტო ფონდის (IMF) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ალტერნატიული მმართველი. იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს თავ-რის მოადგილე და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს თავ-რის მოადგილე (2012-2015), აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს თავ-რის მოადგილე (2016), მპგ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტ. საბჭოს წევრი (2012-2018). ასწავლიდა თსუ-ში (1999-დან). პარალელურად ლექციებს კითხულობდა კავკასიისა და საქართვ. უნ-ტებში, ზ. ჟვანიას სახ. საზ. საქმეთა ინ-ტში. იყო საქართვ. კონკურენციის სააგენტოს თავ-რე (2016-დან). კვალიფიკაცია აიმაღლა ავსტრიაში, ვენის გაერთიანებულ ინ-ტში, ეგვიპტის განვითარების სააგენტოში. მუშაობდა საქართვ. ეკონ. მინისტრის თანაშემწედ; იყო საქართვ. ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფრ., შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფრ. (1996-1998); ასევე საქართვ. ეკონ. მინისტრის აპარატის უფროსი (1999-2000). ავტორია 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა ქართულ და უცხო ენებზე: ,,საქართველოს ეკონომიკის დარეგულირების მაკროეკონომიკური ასპექტები“ (ეკონომისტი №1, 2009); ,,ბაზრის რეგულირების მექანიზმების ფაქტიური გაუქმებით გამოწვეული შედეგები“ (ბიზნესი და კანონმდებლობა №5-6, 2009); ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი და გლობალური ეკონომიკა პპოსტკრიზისულ პერიოდში“ (გლობალიზაცია და ბიზნესი №6, 2018); ,,ინკლუზიური ზრდის ფაქტორები და საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვვები“ (ეკონომისტი ტ.14, №1, 2018) და სხვ. არის აღიარებული ინგლისური გამოცემის - ო. ბლანშარის „მაკროეკონომიკა“ და დ. ნ. უეილის „ეკონომიკური ზრდა“ ქართულ ენაზე ავტორიზებული თარგმანის მთავ. რედაქტორი.