-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ხაჩიძე მირანდა მიხეილის ასული (14.IV.1947, ბორჯომი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტი (1990), ქიმ. მეცნ. კანდ. (1990). პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1978-2010), თსუ–ის პ.მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ორგ. ნაერთთა ქიმ. ლაბორ. მეცნიერ თანამშრომლი (2010-დან). მისი სამეცნ. შრომები ეხება აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან მცირე მოცულობის, მაღალი ღირებულების მქონე ნაერთების მიღებას. თანაავტორებთან ერთად მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციები, რომელტაგან აღსანიშნავია: „Sequential extraction and HPLC analysis of total anthocyanins of grape skin“ (Chemist, 2018, 91(2)) და „Development and Feasibility Evaluation of the Extraction Methods for Obtaining Quercetin from Onion Peel“ (Chemist, 2024, 95(1)). მონაწილეობდა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ.-კვლევით ღონისძიებებში. ხ. მ.-ს მიღებული აქვს „საქპატენტი“-ს მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „კვერცეტინის მიღების ხერხი“; „ანტოციანინების მიღების ხერხი“ და „ურსოლის მჟავის მიღების ხერხი“.