ხაჭაპურიძე ნიკოლოზ
ხაჭაპურიძე ნიკოლოზ

ხაჭაპურიძე ნიკოლოზ (26. VII. 1944. ბორჯომი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965) და ასპირანტურა (1971). ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას: იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის მეტალურგიის ინ-ტის ასპირანტი, მეცნ.-თანამშრომელი (1968), იყო უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1978); თავისუფალი პროფკავშირული ორგანიზაციის-საქართვ. მეტალურგთა თავისუფალი კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის თავმ-რე; საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" (1990-1991), საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ბორჯომის №36 საარჩევნო ოლქიდან, საქართვ. ეროვნულ-ლიბერალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991).