-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ხაჭაპურიძე გიორგი გივის ძე (13.V.1953, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1975), ასპირანტურა (1978). ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას (1975-დან): თბილ. სამედ. ინ-ტის ცენტრ. სამეცნ. კვლევითი ლაბორ. უფრ. ლაბორანტი (1975-1976), სსრკ მეცნ. აკადემიის ციტოლოგიის ინ-ტის ასპირანტი (1976-1979), ექსპერიმენტალური და კლინ. ქირურგიის ინ-ტის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1979-1983), თსუ-ის გენეტიკის კათედრის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1983-1984), საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს ცენტრ. სამეცნ–კვლევითი ლაბორ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1984), საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს ცენტრ. კვლევითი ლაბორ. სწავლული მდივანი (1984-1988), საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნ. კვლევითი ინ-ტის ლაბორ. ხელმძღვ (1988-1989); საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს გენეტიკური ეკოლოგიის სამეცნ. საწარმოო ცენტრის დირექტორი (1989-1999); თბილ. საკრებულოს წევრი (1998-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი" "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1999-2004). ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2003); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზ–ების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (2003-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1999-2002); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2000); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავ–რის მოადგილე (2000-2004).