-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ხაბულიანი ქეთევან
ხაბულიანი ქეთევან (01.III.1960, ლენტეხი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). იყო თსუ-ის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის მეცნ.-თანამშრომელი (1986-2006). დღემდე არის სკოლა-ლიცეუმ „თამარიონის“ დირექტორის მოადგილე სასწ. და აღმზრდელობით დარგში (2006-დან). არის ათამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ხ. ქ.-ის სამეცნ. ინტერესებია: მას-სპექტრომეტრია, მეტეორიტებში ნივთიერებათა ელემენტური შემადგენლობის განსაზღვრა და მსუბუქი ელემენტების - Li, Be, B იზოტოპური ფარდობების დადგენა.