-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი საქართველოს პარლამენტის წევრი
ხაბულიანი დილარ მიხეილის ძე (24.X.1952, სოფელი ცანა, ლენტეხის რ-ნი), დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზ. კულტურის ინ-ტი სპეციალობით ფიზ. კულტურა და სპორტი (1974); თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა (1983). იყო საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის კომიტეტის ფიზკულტ. ინსტრუქტორი (1974-1977); სპორტ. გაერთიანება "ქარიშხალას" მწვრთნელი (1977-1979); საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის კომიტეტის მწვრთნელი (1979-1981); სპორტ. გაერთიანება "ქარიშხალას" მწვრთნელი (1981-1982); ჭიდაობის სკოლის დირექტორი (1982-2010); საქართვ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი (1990-2010); საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი:"მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №78 ლენტეხის საარჩევნო ოლქიდან (1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (9.IV.1991); საქართვ. შინაგან საქმეთა მინისტრი (1991-1992); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი №78 ლენტეხის საარჩევნო ოლქიდან (1995-1999); თბილ. მერია, მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი (2006-2007); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული: მაჟორიტარი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქიდან (2008-2012); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2020-დან). სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1976, 1980) და ორგზის მესამე (1975, 1978) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1975), ბელგრადის, დუბროვნიკისა და ვარშავის საერთაშ. ტურნირებში გამარჯვებული; საქართვ. ნაკრები გუნდის უფრ. მწვრთნელი (1982-1986). მისი ხელმძღვანელობით საქართვ. ნაკრები გახდა სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1983). ძიუდოისტი, პოლიციის პოლკოვნიკი. ევროპის ჩემპიონი (ძიუდო, რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ, 1977). საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი.