ხაბარელი შოთა დიმიტრის ძე
ხაბარელი შოთა დიმიტრის ძე

ხაბარელი შოთა დიმიტრის ძე (26.XII.1958, სოფ. ძლევისჯვარი, ქარელის რ-ნი), დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზკულტურის ინ-ტი (1982) და თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1987). იყო საქართვ. ძიუდოს ეროვნ. ფედერაციის მთ. მწვრთნელი (1987-1991); უნ-ტის "ლეგია და კომპანიის" პრორექტორი (1991-1994); საქართვ. ძიუდოს ეროვნ. ფედერაცია, მთ. მწვრთნელი (1997-2009); საქართვ. ძიუდოს ეროვნ. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი (2009-დან); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქიდან (2012-2016).საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი:"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი  №13 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან (2016-2020). საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2020-2024). საქართვ. მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2024-დან). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 1983), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 1982) და ორგზის მესამე პრიზიორი პირად პირველობაში(1981, 1983), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983),  საქართვ. ნაკრების მთ. მწვრთნელი (1987-91, 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართვ. ნაკრები იყო სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი. ხ. შ. დაასახელებულია ევროპის საუკეთესო მწვრთნელად (2002, 2003, 2006 და 2008). მონაწილეა XXII ოლიმპიური თამაშების, სადაც გახდა ჩემპიონი (მოსკოვი, 1980). იყო: სსრკ სპორტის დამსახ. ოსტატი (1980); საქართვ. აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981); ორჯერ გახდა სსრკ-ს ჩემპიონი (1982, 1985); რამდენჯერმე იყო დააჯილდოვებული ღირსების ორდენით (1997, 2002, 2003, 2006) და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (2000); არის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელი (2018).