-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ქევანიშვილი გურამ შალვას ძე (25.VI. 1929, თბილისი -14.III.2015, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1986). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953). მიავლინეს მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში ფიზიკის კურსების მსმენელად (1954-1955). ქ. გ. იყო: თსუ-ის რადიოფიზიკის კათედრის ასისტენტი (1955); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1965); რადიოფიზიკის კათედრის დოცენტი (1976). თსუ-ში მუშაობის პერიოდში კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: რადიოტექნიკის საფუძველი; იმპულსური ტექნიკა; რხევათა თეორია; გამომსხივებელი სისტემები; რადიოტალღების გავრცელება; ზემაღალ სიხშირეთა ფიზიკა, ელექტროდინამიკა; საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ზოგადი ფიზიკისა და რადიოფიზიკის კათედრის გამგე (1982), ხარკოვის უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - "ორთოგონალურ ფუნქციათა მეთოდი დიფრაქციის თეორიაში" (1984), პროფესორი (1986). მისი სამეცნ. მოღვაწეობა მოიცავს რადიოფიზიკის სხვადასხვა დარგებს: არაწრფივ რხევთა თეორია; ელექტრომაგნიტური ტალღების დიფრაქცია და გავრცელება; ცოცხალ ორგანიზმებზე (ბიოლოგიურ ელემენტებზე) დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის მოქმედების პირველადი ფიზ. მექანიზმის განსაზღვრა. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი შრომა. არის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი. არჩეულია აშშ ელექტრული და ელექტრო-საინჟ. ინ-ტის (IEEF), სამეცნ. წევრად. საქართვ. ეკოლ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრად.
თხზ.: ქევანიშვილი, გ. (2000). შენელებული ელექტრომაგნიტური ტალღები. თბ., ტექნ. უნ-ტის გამ–ბა. ISBN: 9992878401; ქევანიშვილი, გ. (თანაავტორი). (1985). ზოგადი ფიზიკის სწავლების მეთოდიკის ზოგიერთი საკითხი უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში. თბ., უნ–ტის გამ–ბა.