ქეცბაია კახა
ქეცბაია კახა

ქეცბაია კახა (30.VI.1970, აფხ., გალის რ-ნი, სოფ. პირველი გალი) — სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ასოცირებული პროფესორი. არის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის სოციოლოგიისა და სოც. მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2012). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (2002). სამეცნ. ინტერესების სფეროა: სოციოლოგია, სოც. თეორია და ფილოსოფია, რელიგიის სოციოლოგია, განათლების სოციოლოგია, მეცნ. სოციოლოგია, თეორიული ფილოსოფია (ონტოლოგია–გნოსეოლოგია). გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი (ქართ. და უცხ. ენებზე). არის არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი; ეწევა სოციოლოგიური და რელიგიურ-ფილოს. ლიტერატურის თარგმნასა და კომენტირებას. არის საქართვ. ფილოსოფიურ მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი; საქართვ. პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა II ხარისხის სტიპენდიანტი (2003-2006).

თხზ.: ქეცბაია, კ. (2004). მონიზმის პრინციპი კლასიკურ ფილოსოფიაში. თბ., გამომც. ზანი; ქეცბაია, კ. (2009). ფილოსოფია ყველასათვის. თბ. გამომც. უნივერსალი; ქეცბაია, კ. (2010). ფრიდრიხ ნიცშე და კონსტანტინე გამსახურდია, თავისუფლების ფილოსოფია საქართველოში. თბ., გამომც. უნივერსალი, Carpe diem; ქეცბაია, კ. (2015). სოციოლოგია ყველასათვის. თბ., გამომც. უნივერსალი; ქეცბაია, კ. (2016). მეცნიერების სოციოლოგია. თბ., გამომც. უნივერსალი; ქეცბაია, კ. (2017). მაქს ვებვერი - ცხოვრება და შემოქმედება. თბ., გამომც. უნივერსალი; ქეცბაია, კ. (2020). რელიგიის სოციოლოგია. უნ–ტის გამ–ბა; ქეცბაია, კ. (2020). განათლების სოციოლოგია. თბ., გამომც. უნივერსალი; ქეცბაია, კ. (თანაავტორი). (2022). თანამედროვე სოციოლოგიური დისკურსი. თბ., გამომც. უნივერსალი; ქეცბაია, კ. (თანაავტორი). (2023). პროტოსოციოლოგია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ქეცბაია, კ. (თანაავტორი). (2024). აკადემიური თავისუფლება სტუდენტურ ფოკუსში. თბ., გამომც. უნივერსალი; ქეცბაია, კ. (თანაავტორი). (2024). სოციოლოგია დამწყებთათვის. თბ., გამომც. Carpe diem; ქეცბაია, კ. (2025). სოციოლოგიის შესავალი. უნ–ტის გამ–ბა.