-
ავტორი
- კატეგორიები: ასოცირებული პროფესორი
ქეშელაშვილი გიული გენოს ასული (20.IV.1960, კასპი, სოფ. წინარეხი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი, წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის საინჟ.-ეკონომიური ფაკ-ტი. მუშობდა მშენებლობის სამინისტროს საშენ მასალათა მრეწველობის ტრესტში ინჟინრის და უფრ. ინჟინრის თანამდებობებზე. თსუ-ში დაიცვა საკანდ. დისერტაცია ,,საქართველოს სასათბურე კომბინატების მშენებლობის ეკონოომიკური ეფექტიანობის ამაღლების რეზერვები" (1993). მუშაობდა საქართვ. ეკონომიკის განვითარების სამინისტროში წამყვან სპეციალისტად, მთ. სპეციალისტად, განყ–ების უფრ. მოადგილის თანამდებობებზე. იყო მიწვეული ლექტორი თსუ-ის მშენებლობისა და მომსახურების სფეროს ეკონომ. და მართვის კათედრაზე, ასოცირებული პროფესორი საქართვ. საბაჟო აკადემიაში. 2006 წლიდან დღემდე თსუ-ში იყო მიწვეული ლექტორის სტატუსით ჯერ ასისტენტ პროფესორად (2006–დან), ხოლო შემდეგ ასოცირებული პროფესორი (2013–დან). არის 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი (თანაავტორი) და 4 სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.: ქეშელაშვილი, გ. (თანაავტორი). (2010). პროექტების მენეჯმენტი . თბ., უნივერსალი; ქეშელაშვილი, გ. (2010). ორგანიზაციული ქცევა. ნაწ. 1. თბ., უნივერსალი, ISBN, 978-9941-17-059-1; ქეშელაშვილი, გ. (2010). ორგანიზაციული ქცევა. ნაწ. 2. თბ., უნივერსალი, ISBN, 978-9941-17-059-1; ქეშელაშვილი, გ. (2013). ანტიკრიზისული მენეჯმენტი. თბ., მერიდიანი; ქეშელაშვილი, გ. (თანაავტორი). (2013). მენეჯმენტის საფუძვლები. თბ., საჩინო, ISBN,978-9941-9296-8-7.