-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კერვალიშვილი პაატა ჯამლეთის ძე (17.IX.1949, თბილისი), დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკ-ტი (1971). სწავლის დამთავრებისთანავე თავისი საქმიანობა დაუკავშირა საბჭ. კავშირის ატომურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც იგი მუშაობდა (1970-1992). სსრკ მანქანათმშენებლობის სამინისტროს სამეცნ. ცენტრები: სოხუმის ფიზიკა-ტექ. ინ-ტი, იშვიათი ლითონების სახელმწ. ინ-ტი, სტაბილური იზოტოპების ინ-ტი, ი. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტი. იგი საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის პროფესორია (ამჟამად საქართვ. ტექ. უნ-ტი, 1984-დან) და თსუ-ის მოწვეული პროფესორი (1998-დან). იგი მუშაობდა საქართვ. პარლამენტში და შემდეგ საქართვ. მთავრობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1994-1999). იშვიათი ლითონების სახელმწ. ინ-ტში მას მიენიჭა ტექნიკის მეცნ. კანდიდატის (1979) და ი.კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ–ტში ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხები (1985). უფრ. მეცნიერ მუშაკი (1981), პროფესორი(1989). მისი ინიციატივით საქართველოში დაფუძნდა სენსორული სისტემების სამეცნ.-ტექნოლ. ცენტრი (1991). 20-მდე პრესტიჟული პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, მრავალი საერთაშ. აკადემიისა და საბჭოს წევრი. იგი მუშაობდა და ახლაც აგრძელებს მოღვაწეობას საზღვარგარეთ: ათენის, პირეუსის, პარიზის, კიევის, ფერარას, მასაჩუსეტსის, კალიფორნიის და სხვა უნ-ებში და სამეცნ. ლაბორატორიებში. მისი სამეცნ.-ტექნოლ. მოღვაწეობის სფეროებია: კონდენსირებული გარემოს; მოლეკულური და კვანტური ფიზიკა; ბირთვული და ლაზერული ტექნოლოგიები; სენსორული სისტემები, ენერგეტ. და ინფორმაციული ტექნოლოგიები. ავტორია 400-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციების, წიგნების, სახელმძღვანელოებისა და გამოგონებების და მათ შორის შპრინგერის, იოს და პერგამონ პრესის მიერ დაბეჭდილი სამეცნ. ბესტსელერების. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 50-ზე მეტი საერთაშ. სამეცნ. პროექტი და პროგრამა. მისი თავმჯდომარეობით და აქტიური მოწილეობით გაიმართა 60-ზე მეტი საერთაშ. ფორუმი და კონფერენცია; ტექნიკის მეცნ. კანდ. და ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: ევრო და ხმელთაშუა ზღვის ხელოვნებისა და მეცნ. აკადემია, პრეზიდენტი (ათენი, ლოზანა, 2008); საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემია, პრეზიდენტი; საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემია, წევრი (1997); საქართვ. საინჟინრო აკადემია, პრეზიდიუმის წევრი (1994). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილ. საპატიო მოქალაქე (2021); ღირსების ორდენი (1999).