კერესელიძე  რევაზ  კობას ძე
კერესელიძე რევაზ კობას ძე

კერესელიძე  რევაზ  კობას ძე (30.VII.1997, თბილისი). დაამთავრა სსიპ ვ. კომაროვის თბილ. ფიზ.- მათ. N199 საჯარო სკოლა (2015), თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების საბაკალავრო (2019) და სამაგისტრო პროგრამები (2021). ამავე მიმართულებით არის თსუ-ის დოქტორანტი (2021-დან). მუშაობდა მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინ-ტში ტექნიკოსად (2018-2020); სახელმწ. სამხედრო სამეცნ. ტექ. ცენტრ „დელტა“-ში რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტად (2020-2023); დღემდე მუშაობს ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში ქსელის ტექ. ჯგუფში მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე (2024-დან). კ. რ.-ის სამეცნ. ინტერესების სფერო: ახ. მეგაჰერცული დიაპაზონის ელექტრომაგნიტური დეტექტორული სისტემის შემუშავება და მისი ტესტირება; მისი სამეცნ. კვლევები მოიცავს დეტექტორის ელექტრონული სქემების შემუშავებას, შესაბამისი ელექტრონული კომპონენტების მოძიებას, სქემების „ოპტიმალურ“ დიზაინს, მედეგობას; არის რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი, მაგ.: „Preliminary Results of a Two Wire Loop EM System Study“ (IEEE, 2021); ნაშრომის ძირითადი შედეგები კ. რ.-მ წარადგინა კონფერენციაზე (26th Intern. Seminar/Workshop on Direct and Inverse Problems of Electromagnetic and Acoustic Wave Theory (DIPED); არის ადგილ. და საერთაშ. რამოდენიმე სამეცნ. ღონისძიებისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე.