კერესელიძე ზურაბ ავთანდილის ძე (16.II.1948, თბილისი). ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1970) და ასპირანტურა (1970). ფიზ.–მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„Некоторые задачи магнитно-гидродинамических пограничныч слоев“ (1977); ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„МГД эффекты взаимодействия солнечного ветра с магнотосферой Земли“ (1989). წლების განმავლობაში მუშაობდა გეოფიზიკის ინ-ტში, იყო: უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი (1976); უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (1979); წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი (1985); გეომაგნეტიზმის განყ-ბის გამგე (2006); მთ. მეცნიერ–თანამშრომელი (2006). ასევე იყო სანკტ-პეტერბურგის უნ-ტის მაგნიტოსფეროს ფიზიკის ლაბორ. ასოცირებული მეცნიერ–თანამშრომელი (1979-1989); გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფრ. (1999-2001). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,გეომაგნიტური ველის პულსაციები და მათთან ადაპტაციის ბიოეფექტები“ (ინტელექტი:საერთაშ. პერიოდული სამეცნ. ჟურნ., 2009, N2(34)); ,,პლაზმის მსხვილმასშტაბოვანი დინების ჰიდროდინამიკური თავისებურებები მაგნიტოსფეროს შუბლა არეში” (შრომები, სოხუმის უნ-ტი საბუნებისმეტყველო მეცნ. სერია. თბილისი, 2007, II); ,,მეტად დაბალი სიხშირის გამოსხივება, როგორც მიწისძვრის ელექტრომაგნიტური ინდიკატორი“ (ცხუმ-აფხაზეთის მეცნ. აკად, შრომები, 2011. ტ.], ეძღვნება საქართვ. მეცნ. აკად. დაარსების 70 წლისთავს); ,,სეისმური აქტივობის ჰიდროგეოდინამიკური ინდიკატორის ეფექტურობის შეფასება ჭაბურღილების ლოკალური ქსელის მონაცემებით” (მოამბე = Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2020. ტ. 14, N 3); ,,მსხვილმასშტაბოვანი ატმოსფერული გრიგალების ფაზურ პორტრეტებთან დაკავშირებით” (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, 2025, ტ. LXXVIII).
თხზ.: Кереселивзе З. (1986). МГД еффекты конечной электрической проводимости солнечного ветра в близи границы магнитосферы Земли. Тб. ТГУ; კერესელიძე, ზ. (2011). დედამიწის მაგნიტური სასაზღვრო ფენის მოდელირება:[მონოგრაფია]. თბ., მერიდიანი; კერესელიძე, ზ. (1993). რადიაციასთან დაკავშირებული პრობლემები და კანონმდებლობა. თბ.