კერესელიძე თამაზ მიხეილის ძე
კერესელიძე თამაზ მიხეილის ძე

კერესელიძე თამაზ მიხეილის ძე (24.V.1946, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971). იყო თსუ-ის ასპირანტი (1972–1975). მივლინებული იყო მოსკოვის კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტში ასპირანტურის კურსის გასავლელად. მისი ხელმძღვ. იყო ცნობილი საბჭ. მეცნიერი ო. ფირსოვი. კ. თ.-მ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კურჩატოვის ინ-ტში (1977). მუშაობას იწყებს თსუ-ის ატომურ- მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიაში (1975). იყო ლაბორანტი, მეცნ. თანამშრომელი, წამყვანი მეცნ. თანამშრომელი და მთავარი მეცნ. თანამშრომელი. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თსუ-ში (1994). არის ასამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშ. ჟურნალებში. მიღემული აქვს მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია, უნ-ტის სამეცნ. პრემია, არის ჯავახიშვილის სახ. ფორუმში გამარჯვებული. ამჟამად კ. თ. არის ზუსტ და საბუნებისმეტყველი მეცნ. ფაკ-ტის პროფესორი, ხელძღვანელობს ატომის და ატომბირთვის ფიზიკის კათედრას. 

თხზ.: (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): კერესელიძე, თ. (2018). ატომური ნაწილაკების დაჯახების თეორიის საფუძვლები: სახელმძღვ. უნ-ტის სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 9789941136924.