-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი
კერესელიძე ნოდარ არჩილის ძე (16.VI.1982, თბილისი), დაამთავრა ზაარლანდის უნ-ტის, გერმ. სამართლის და ევროკავშირის სამართლის კურსები (ზაარბრიუკენი, გერმანია, 2002); თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (2004); დუნაის უნ-ტი, ევრ. სწავლების მაგისტრი, სპეციალიზაცია ევროკავშირის სამართალი, პოლიტიკა და ბიზნესი (კრემსი, ავსტრია, 2006); მასაჩუსეტსის უნ-ტი, საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მაგისტრი (ამჰერსტი, აშშ, 2014). ეროვნ.-დემოკრ. ინ-ტის საპარლამენტო სტაჟორი (2004-2005); საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშ. ორგანიზაციების სამმართველოს ატაშე (2005); ეროვნ.-დემოკრ. ინ-ტი, საქართვ. პარლამენტის თავ–რის მრჩეველთა საბჭოს მკვლევარი (2006-2007); ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) მკვლევარი (ათენი, საბერძნეთი, 2007-2008); კავკასიის უნ-ტის სამართ. სკოლის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი, ასისტენტ პროფესორი (2007-2008); საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2008-2009); საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფრ. (2009); საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშ. ურთიერთობების დეპარტ. უფრ. (2009-2012); მაკკეინის ინ-ტის საერთაშ. მკვლევარი (ვაშინგტონი, აშშ, 2013); მასაჩუსეტსის უნ-ტის მკვლევარი (ამჰერსტი, აშშ, 2013-2014); საქართვ. სოფლის მეურნოების მინისტრის მოადგილე (2014); საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე (2014-2019). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2010). ბოლო წლებში ხელმძღვანელობს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ მასშტაბურ პროექტს — „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ (ENPARD-3).