კერესელიძე დავით ნოდარის ძე (14.V.1956, თბილ.), გეოგრაფი, ჰიდროლოგი, პედაგოგი, ტექნიკურ მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997), იუნესკოსთან არსებული საქართვ. ეროვნ. ჰიდროლოგიური კომისიის პრეზიდენტი (2001-დან). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით (1978). გაიარა ასპირანტურის კურსი საქართვ. ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის კვლევით ინ-ტში სპეციალობით საინ. ჰიდროლოგია (1979-1981), შემდეგ სტაჟირება კიოტოს უნ-ტში მდინარეთა ჰიდრავლიკის კათედრაზე პროფ. თივასას ხელმძღვაბელობით (იაპონია, 1986-1987). მუშაობდა საქართვ. ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფრ. მეცნ. თანამშრომლად (1978-1987), წყალთა მეურნეობის ინ-ტის მეცნ. თანამშრომად (1982-1987), თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ჯერ დოცენტად (1987-1995), შემდეგ პროფესორად (1995-2006). გახდა ამავე ფაკ-ტის დეკანი (2003-2005), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე გეოგრ. დარგში (2005-2006). ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიისა და ოკეანოლოგიის მიმართულების ხელმძღვ. (2006-2010), ჰიდროლოგიის ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრის გამგე (2010-დან), გეოგრ. დეპარტამენტის ხელმძღვ. (2006-2025), ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრის გამგე (2006-დან). შეთავსებით მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნ.-კვლევით ინ-ტის ჰიდროლოგიის განყ-ბის გამგედ (2000-2010), წყალთა მეურნეობის ინ-ტის მთავარ მეცნ.-თანამშრომლად (2014-2016). იყო თსუ-ის გეოგრ. დარგის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს სწავლული მდივანი, შემდეგ თავ-რე (1988-2006), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს გეოგრ. სექციის ხელმძღვ. (2007-1921). მონაწილეობდა იმ ექსპედიციებში, რ-იც იკვლევდა წყლის ობიექტების (წყალსაცავების) დაჭუჭყიანების ხარისხს. დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს წყალსაცავების წყლის ხარისხის გამოკვლევა და პროგნოზირება“ (1983), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს წყალსაცავების ჰიდროეკოლოგიური პრობლემები“ (1994). ნაშრომში მიღებული შედეგები წარმოადგენს საქართვ. წყალსაცავების წყლის ხარისხის ფორმირებისა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების მრავალმხრივ დასაბუთებას, გარემოსთან მათი ურთიერთმოქმედების თავისებურებების თეორიულ განზოგადოებას და ეკოლ. ასპექტების გათვალისწინებით წყალსაცავებში წყლის ხარისხის შენარჩუნების, რეგულირებისა და პროგნოზირების მეცნ. გააზრებას, რაც ხელს უწყობს წყალსაცავების რაციონალურ და კომპლექსურ გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტას. კ. დ. პედ. მოღვაწეობას ეწევა თსუ-ში (1988-დან), კითხულობდა და კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში, (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტურანტურის საფეხურებზე): ზოგადი ჰიდროლოგია, ზოგადი ოკეანოლოგია, წყალსაცავების ჰიდროლოგია, ეროზიული პროცესები ჰიდროლოგიაში, ჰიდროეკოლოგია, წყლის რესურსები, წყალსამეურნეო გაანგარიშებანი, ჰიდროლოგიური გაანგარიშებანი, ჰიდრავლიკა და საინჟინრო ჰიდროლოგია, მდინარის ჩამონადენის მოდელირება. კ. დ.-ს ხელმძღვანელობით დაცულია 7 სადისერტაციო ნაშრომი. გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელოა. წლების მანძილზე იყო სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე (2000-დან). კ. დ. ხელმძღვანელისა და ექსპერტის სტატუსით ჩართული იყოს ადგილობრივ და საერთაშ. პროექტებში: „საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე“ (EU, 2019-2023; პანევროპული ინფრასტრუქტურის სამომავლო განვითარება საზღვაო და საოკეანო მონაცემთა მართვისათვის (ევროგაერთაიანება, 2016-2019), შავ ზღვაზე გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება, გაეროს განვითარების პროგრამა (2012-2018); თოვლის ზვავების მიერ დეგრადირებული ტერიტორიების რემედეაცია კარკუჩას საძოვრების მაგალითზე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, GEF, 2017-2018), მდინარეთა სანაპიროს მოწყვლადობის შეფასების მეთოდოლოგია წყალმოვარდნების რისკების გათვალისწინებით, შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი (2013–2016), კოლხეთის დაბლობის წყლის ეკოსისტემები – დაცვა და რაციონალური გამოყენება, შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი (2013, ხელმძღვ.), საქართველოში წყალმოვარდნებისა და დატბორვის რისკების შეფასება და ინტეგრირებული მართვა თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით (საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი, 2009-2010), ჯავახეთის ტრანსსასაზღვრო ეროვნ. პარკის და მისი დამხმარე/ბუფერული ზონის ლანდშაფტური დაგეგმარება“ (WWF, KFW, BMZ, 2008-2009). კ. დ.–ს სამეცნ. ინტერესების სფეროებია: წყლის რესურსების ეფექტური და რაციონალური გამოყენება ქვეყნის ბუნებრივი პირობების სპეციფიკისა და ეკოლ. სიტუაციების გათვალისწინებით, წყალსაცავებში წყლის ხარისხის განსაზღვრისა და პროგნოზირების მეთოდიკის დამუშავება, კალაპოტური პროცესებისა და ტექნოგენური რისკების შეფასება, წყალდიდობის რისკის შეფასება, წყალდიდობის რისკის პროგნოზირება, რეკრეაციის გავლენა წყლის ეკოსისტემებზე, ეკოლ. მდგრადობა, უსაფრთხოობა და საიმედოობა. კ. დ. არის საქართვ. გეოგრ. საზ-წევრი (1973-დან), საქართვ. ეკოლ. მეცნ. აკად. წევრი (1997-დან), საქართვ. იუნესკოსთან არსებული ჰიდროლოგიური კომიტეტის თავ-რე (2000-დან), ჟურ. „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2002-დან), საინჟინრო აკადემიის წევრი (2007-დან), ჟურნალ „საქართველოს გეოგრაფიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2002-დან), სერთაშ. ინტერნეტ-კონფერენციის „Natural and Anthropogenic Catastrophes“-ის რედაქტორი. კ. დ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013), თსუ-ის ოქროს მედლით (2021).
თხზ.:ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; კერესელიძე, დ. (თანაავტორი). (2009). ჰიდროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდები. გამომც. უნივერსალი, ISBN 978-9941-12-658-1; კერესელიძე, დ. (თანაავტორი). (2011). ზოგადი ჰიდროლოგია: ხმელეთის წყლების ჰიდროლოგია. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941132254; კერესელიძე, დ. (თანაავტორი). (2013). ზოგადი ოკეანოლოგია (ნაწილი I - ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია). უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941132704; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-13-364-0.