კენჭოშვილი სალომე ირაკლის ასული
კენჭოშვილი სალომე ირაკლის ასული

კენჭოშვილი სალომე ირაკლის ასული (02. IV. 1983, თბილისი), ფილოლოგი, ასისტენტ-პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი რომანული ფილოლოგიის მიმართულებით (იტალ. ენა და ლიტ-რა) (2006), არის ფილოლოგიის დოქტორი (2015). მისი სადისერტაციო დისერტაციის თემა იყო „დ’ანუნციო - ვერისტი და პესკარას ნოველები: (კრიტიკული განხილვა, კომენტარები და თარგმანი)“ (2015). სტაჟირება გაიარა ვენეციის კაფოსკარის უნ-ტში (იტალია, 2003); პერუჯის პერ სტრანიერის უნ-ტში (იტალია, 2004, 2013, 2017); სიენის პერ სტრანიერის უნ-ტში  (იტალია, 2006, 2014, 2018); ნიუ-იორკის სტონი ბრუკის უნ-ტი (აშშ, 2008); პადუის უნ-ტში (იტალია, 2010). არის თსუ-ის რომანული ფილოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2011-დან); თსუ-ის იტალ. ენის პედაგოგი (2006); ქალთა საერთაშ. ასოციაციის წევრი (2010-დან); საქართვ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი (2010); თსუ-ისა და საქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის-ვატიკანის საიდუმლო არქივებსა და ბიბლიოთეკებში საქართვ. შესახებ დაცული მასალების მოკვლევის ჯგუფის მონაწილე (2011-2012); თბილ. სას. აკად. და სემინარიის იტალ. ენის მოწვეული პედაგოგი (2017-2019). მიღებული აქვს იტალ. ენის საერთაშ. სერტიფიკატი CILS – C2 (2008).

თხზ.: კენჭოშვილი, ს. (მთარგმნელი). (2014). როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი: ჰუმანიტარული დარგები. თბ., არეტე, ISBN 9789994054374; კენჭოშვილი, ს. (მთარგმნელი). (2008). საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ: (1783-1801). თბ., მწიგნობარი, ISBN 9789941901904; კენჭოშვილი, ს. (თანარედაქტორი). (2022). იტალიური ენის სახელმძღვანელო: A1-B2. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941805479.