-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი
კენჭოშვილი ირაკლი აკაკის ძე (29.X.1936, ქუთაისი), ფილოლოგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1960); ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1966); ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (2003). საქართვ. კინემატოგრაფიის სახელმწ. კომიტეტის რედაქტორი (1964-1966); შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ლიტერატურულ ურთიერთობათა განყ–ების მეცნიერ თანამშრომელი (1966-1997), ლიტერატურულ ურთიერთობათა განყ-ბის ხელმძღვ. (1997-2003, 1997-2006); თეორიისა და კომპარატივისტიკის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2006), საქართვ. ჰელსინკის კავშირის წევრი (1976); გაზ. Georgian Messenger-ის რედ. (1991); ჟურნ. „კრიტერიუმი“-ს რედ. (2001-2006); ჟურნ. „სჯანი“-ს რედკოლეგიის წევრი; საქართვ. პარლამენტის დეპ. (2004-2008), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავ-რის მოადგილე (2008-2011).
თხზ.: კენჭოშვილი, ი. (1972). გალაკტიონ ტაბიძე და ევროპული ლიტერატურა. თბ., მეცნიერება; კენჭოშვილი, ი. (1999). გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში. თბ., მეცნიერება; კენჭოშვილი, ი. (1980). გალაკტიონ ტაბიძის პოეტიკა. თბ., მეცნიერება; კენჭოშვილი, ი. (1980). შედარებითი ლიტმცოდნეობა. - ევროპული ლიტერატურის ქართული თარგმანები. თბ., მეცნიერება; კენჭოშვილი, ი. (2014). ეროვნული თვითმყოფადობა და კულტურათა დიალოგი. VIII საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებათა კრებული ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები. ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი. თბ., შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ–ტის გამომც. ISBN 978-9941-0-7221-5 (ორივე ნაწილის) ISBN 978-9941-0-7222-2 (პირველი ნაწილის) ISSN 1987-5363; კენჭოშვილი, ი. (2014). ქართული ლირიკის ანთოლოგია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ISBN 978-89911-13-357-2. კენჭოშვილი, ი. (2024). ალექსანდრე ჭავჭავაძე. თხზულებანი. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-36-234-7. კენჭოშვილი, ი. (2024). ქართული სიმბოლიზმი - ქუთაისი და ცისფერყანწელები. თბ., მწიგნობარი.