კემბელი პიტერ
კემბელი პიტერ

კემბელი პიტერ  (Campbell Peter, 1921 - 07. II. 2005), თსუ-ის სამეცნ. და პროფესორთა საბჭომ ბიოქიმოკოს,  მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (23.06.2003).

კ. პ.-მა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში  ქიმ. და ზოოლოგიის დარგში მოიპოვა სამეცნ. ხარისხი (1942) და მალევე დაიწყო მუშაობა სამედ. კვლევების ეროვნულ ინ-ტში ე. მელანბის ხელმძღვანელობით. იგი იკვლევდა იმ დროისათვის ნაკლებად შესწავლილი ცილების საკითხს. ხუთი წლის შემდეგ კ. პ. სამეცნ. კვლევების გასაგრძელებლად გადავიდა ლონდონის ბიოქიმიის ინ-ტში. მეცნიერი სწავლობდა ცხოველთა უჯრედებში ცილების წარმოქმნას.  მან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ავტოიმუნიტეტის როლი ადამიანის დაავადებებისას.

კ. პ. ლიდსის უნ-ტის ბიოქიმიის განყ-ბის ხელმძღვანელია (1967). მან დიდი როლი ითამაშა „ახალი“ სამედიცინო სკოლის ჩამოყალიბებაში. მეცნიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ექიმ-სტუდენტთა „მრავალპროფილიანი ლაბორატორიების“ დაპროექტება და მშენებლობა.

კ. პ. ბრუნდება ლონდონში, მიდლესექსის საავადმყოფოში (1975). იგი იყო ლონდონის ბიოქიმიის საზ-ბის მდივანი (1959-1964). მისი ინიციატივით შეიქმნა ევროპის ბიოქიმიის საზ-ების ფედერაცია. მანვე ითავა აფრიკის ბიოქიმ. და მოლეკულური ბიოლოგიის საზ-ების ფედერაციის ჩამოყალიბება და დაიწყო ჟურნ. „ბიოქიმიური განათლების“ გამოცემა. რედაქტორობას უწევდა ოქსფორდის ბიოქიმ. და მოლეკულური ბიოლოგიის ლექსიკონს. იგი იყო მთავარი რედაქტორი ჟურნ. „ბიოტექნიკა და გამოყენებითი ბიოქიმია.“

კ. პ. პენსიაზე გავიდა, თუმცა კვლავ ენთუზიაზმით აგრძელებდა სამეცნ. მუშაობასა და ქველმოქმედებას (1987).