-
ავტორი
- კატეგორიები: ლიტერატურათმცოდნე გერმანისტი საპატიო დოქტორი
კელერი ვერნერ (Keller Werner, 16. I. 1030, კალმბახი, შვარცვალდი) თსუს სამეცნ. საბჭომ გერმ. ლიტერატურათმცოდნე და გერმანისტი, გოეთეს საერთაშ. საზ-ბის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი, საპატიო დოქტორად აირჩია (07.10.1996).
კ. ვ. კიოლნის უნ-ტში გერმ. ენისა და ლიტერატურის ინ-ტის პროფესორისა და დირექტორის თანამდებობებს იკავებდა. მეცნიერი შემდეგ საკითხებს იკვლევს: XVIII-XIX საუკუნეების ლიტ-რა, ვაიმარული კლასიკა, გოეთესა და ჰიოლდერლინის შემოქმედება, ნატურალიზმის დრამები, თანამედროვე დრამის თეორია, პოეტიკისა და ლირიკის ისტორია.
კ. ვ. ვაიმარში გოეთეს საერთაშ. ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო (1991-1999). მეცნიერი წლების მანძილზე რუდუნებით ედგა სათავეში გოეთეს საზ-ბას და აქტიურად ცდილობდა, რომ გერმ. კულტურა და ლიტ-რა მსოფლიოსათვის გაეცნო. საქართველოში დაარსდა გოეთეს საზ-ბა (1970), რომელსაც წლების განმავლობაში პროფესორები: ო. ჯინორია, რ. ყარალაშვილი, დ. ლაშქარაძე და ნ. კაკაბაძე ხელმძღვანელობდნენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პროფ. კ. ვ.-სა და ჩვენი ქვეყნის თანამეგობრობა. იგი ქუთაისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
კ. ვ.-ს გერმანიის ფედერ. რესპუბლიკის ღირსების ორდენი გადაეცა (2000, იანვარი), ხოლო გოეთეს საზ-ბამ იგი გოეთეს ოქროს მედლით დააჯილდოვა (2010). კ. ვ. ერფრუტის მეცნ. აკადემიის წევრია (1994).