კელენჯერიძე ანტონ
კელენჯერიძე ანტონ

კელენჯერიძე ანტონ (26.  I. 1905, სოფ. ვანი, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი – 20. III. 1997, თბილისი). ჟურნალისტი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი ქართ. ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის (1996). მიენიჭა საართვ. დამს.  ჟურნალისტის წოდება (1976). კ. ა.-მა დაამთავრა თსუ-ის  ეკონ. ფაკ.-ტი (1930). მოგვიანებით კი  მოსკოვის  უმაღლ.  პარტ.  სკოლის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1949). იგი მუშაობდა გაზ. "კომუნისტში" რეპორტიორად, პ/მგ მდივნად (1923-1942); გაზ. "საბჭოთა აჭარის" რედ. (1942-1949); იყო "მთავლიტის" უფრ. (1950); საქართვ. რადიოკომიტეტის თავ-რე (1951-1956); საქტელერადიოკომიტეტის პირველი თავ-რე (1956-1961); თბილ. ვ. ი. ლენინის მუზეუმის დირექტორი (1961-1983); ტელევიზიის საფონდო განყ-ის გამგე (1996). იყო  საქ. სსრ IV და V მოწვევის უმაღლ. საბჭოს დეპუტატი.

თხზ.: კელენჯერიძე, ა. (1968). ქერჩი: 1942: ქართველები დიდ სამამულო ომში., ნაკადული; კელენჯერიძე, ა. (1975). გურჯები, ქართველები ირანის 1905-1911 წლების რევოლუციაში. თბ., საქ. კპ. ცკ-ის გამ-ბა;  კელენჯერიძე, ა. (1986). ნინო კიკნაძე. თბ..

ლიტ.: კელენჯერიძე ანტონ. წიგნი ღირსებისა: ტ. 1. თბ., 2000, გვ. 393; კელენჯერიძე ანტონ. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 4. თბ., 2018, გვ. 618.