კეკელიძე ვლადიმერ დიმიტრის ძე
კეკელიძე ვლადიმერ დიმიტრის ძე

კეკელიძე ვლადიმერ დიმიტრის ძე (21.X.1947, რიგა, ლატვია), თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის (ქ. დუბნა) ბალდინისა და ვეკსლერის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორ. დირექტორს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (06.11.2017). კ. ვ. იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტი (1965-1970). მან მოიპოვა ფიზიკა–მათ. მეცნიერებების კანდიდატის (1977),  შემდეგ კი – დოქტორის ხარისხი (1987). მეცნიერი პროფესორის სტატუსს ატარებს (2000). კ. ვ. თსუ–ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ლაბორ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1973-1990), შემდეგ - უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და გამგეა. იგი ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის (ქ. დუბნა) ბალდინისა და ვეკსლერის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორ. სექტორის ხელმძღვ. და დირექტორის მოადგილე იყო (1990-1997). მას ამავე ინ-ტის ნაწილაკების ფიზიკის ლაბორ. დირექტორად ირჩევენ (1997-2007) და  მოწვეული პროფესორის სტატუსით მოღვაწეობს ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (2005-2006). კ. ვ. ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში მაღალი ენერგიების ლაბორ. დირექტორის თანამდებობას იკავებდა (2007-2008). იყო მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2008-2009), შემდეგ კი მისი დირექტორია (2009-2025). პროფესორი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების მეცნიერ-ხელმძღვ., 240–ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი და თანაავტორია. მის ჯილდოებს შორისაა საქართვ. სსრ-ის სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექნოლოგიის სფეროში (1986) და საპატიო მედალი „დუბნის წინაშე დამსახურებისათვის“ (2017).