-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე
კეკელიძე პროკლე ლევარსის ძე
კეკელიძე პროკლე ლევარსის ძე (15.III.1905, სოფ. იანეული - 23.VI.1990) ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ფილოლოგი. თსუ-ის ახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (1956-დან). მისი ძირითადი გამოკვლევები საშ. სკოლებში ქართ. ენის სწავლების საკითხებს და ა. წერეთლის შემოქმედებას ეხებოდა. ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962). მისი ძირითადი გამოკვლევები იყო: „ქართული ენის სწავლების საკითხები საშუალო სკოლაში" (1952); „აკაკი წერეთელი“ (1953); „აკაკი წერეთლის ისტორიული პოემები: თორნიკე ერისთავი, ნათელა. ტექსტოლოგიური გამოკვლევა“ (1961).
თხზ.:კეკელიძე, პ. (1949). მშობლიური ლიტერატურა: VIII კლასის სახელმძღვანელო. სახელგამი; კეკელიძე, პ. (1953). აკაკი წერეთელი: ცხოვრება და მოღვაწეობა. საბლიტგამი.