-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კეკელიძე ნოდარ პროკლეს ძე (15.IV. 1930, ჩოხატაური–24.XII. 2019, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1955). მუშაობს თსუ-ში სხვადასხვა ლაბორატორიისა და კათედრის ხელმძღვანელად (1961-დან). იყო თსუ-ის სამეცნ. ნაწილის გამგე (1984-1985). პრორექტორი საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში (1985-1993). თანამშრომლობდა სოხუმის ი. ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის უნ-ტთან, ფ. თავაძის სახ. მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტთან და სხვა სამეცნ. ცენტრებთან. იყო თსუ-ის ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი(2009-დან). მისი კვლევის ძირითადი სფეროა ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულების ფიზიკა, ტექნოლოგია, ელექტრონიკა, მასალათმცოდნეობა, რადიაციული ფიზიკა, ფიზიკის მეთოდები ეკოლოგიაში. მის მიერ აღმოჩენილია მესრის ორმოდიანი რხევის მოვლენა InP-InAS მყარ ხსნარებში, რ-ებიც გამოიყენება მიკრო და ოპტოელექტრონიკაში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. სამეცნ. ფორუმში. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1984). მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის უმაღლ. ჯილდო-საპატიო სიგელით, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით (1975, 1976, 1985), ლაიფციგის გამოფენის ოქროს მედალი და დიპლომი (1977), საქართვ. უმაღლ. განათლების რესპუბლიკური პრემია (1983), საქართვ. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს პრემია (1996), საქართვ. პრეზიდენტის მადლობის წერილი (2000). არის 9 მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. ჯილდოები: ღირსების ორდენი (2013); ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2000); ღირსების ორდენი (1999); პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (1990); საქართვ. სსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1985); მედალი „შრომითი მამაცობისთვის“ (1970).