კეკელიძე გიზო პროკლეს ძე
კეკელიძე გიზო პროკლეს ძე

კეკელიძე გიზო პროკლეს ძე (10.VII.1934, თბილისი-19.XII.2006), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1959); მოსკოვის იშვიათი ლითონების სახელმწ. ინ-ტის ასპირანტურა (1963); მიენიჭა ფიზ.- მათ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი სადისერტაციო ნაშრომისათვის „Исследование особенностей поведения кислорода в монокристаллах кремния“ (1965). მუშაობდა თსუ-ში (1964-დან); რედინგის სახელმწ. უნ-ტში ,,University of Reading“ (ინგლისი, 1968-1969); თსუ-ის მყარი სხეულების რადიაციული ფიზიკის პრობლემური სამეცნ-კვლ. ლაბორ. გამგედ (1980-დან). პუბლიკაციების საერთო რაოდ. 200-ზე მეტია, მათ შორის: „Lattice vibrations of As x P 1−x In solid solutions“ (Journal of Physics and Chemistry of Solids,1973,Vol. 34, Issue 12, December);  „Optical absorption near the threshold in n-type crystals InP, InAs and their solid solutions InPxAs1− x.“ (Journal Physics Letters A, 1972, Vol. 42. Issue 2); „Влияние гамма-радиации на процесс перехода в сверхпроводящее состояние в керамике“ (Физика Hизких Tемператур, 1988, т. 8, №12). აქვს  19 გამოგონება; 3 პატენტი; არის 100-ზე მეტი საერთაშ. კონფერენციის, სიმპოზიუმის და ვორკშოპის მონაწილე და ორგანიზატორი.