-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კეკელიძე დავით გიზოს ძე (17.IV.1970, თბილისი), ფიზილოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, მიკროელექტრონიკის და ნახევარგამტარული ხელსაწყოების სპეციალობით (1994). დაიცვა დისერტაცია ნახევარგამტარულ მასალებში, თემაზე: „ნახევარგამტარულ შენაერთებზე InP, InAs და მათ მყარ ხსნარებზე რადიაციის გავლენის შესწავლა და გამოყენება“, მიენიჭა აკადემ. დოქტორის ხარისხი (2005). მუშაობს თსუ-ში: მყარი სხეულების რადიაციული ფიზიკის პრობლემურ სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში, NATO-ს პროგრამა ,,მეცნიერება მშვიდობისათვის“ პროექტში (მენეჯერი); არის თსუ-ის გარემოს ფიზიკურ-ქიმ. მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვ.; აკად. ნ. კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, რადიაციული ფიზიკის განყ-ბის გამგე, მთ. მეცნ.-მკვლევარი (1994-დან). არის 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, პატენტების ავტორი და თანაავტორი. მათ შორის: „Electrical Properties of InP Crystals with Inhomogeneities Regions“ (Acta Physica Polonica A, 2012, V.121, Issue 1); „Phenomenon of mutual compensation of radiation donors and acceptors and creation of radiation-resistant materials“ (Journal of Electrical Engineering, David Publishing Company, 2014, V.2, N4); „clusters in compounds InAs and InP and their solid solutions InP x As 1-x“ (Journal Nano Studies, 2016, p. 96). მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია რეიტინგულ რეფერირებად საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. სხვადასხვა დროს იყო 18 საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. პროექტის ხელმძღვ., მენეჯერი, დოქტ. მიღებული აქვს მონაწილეობა 20-ზე მეტ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში (აშშ, შვეიცარია, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, ინგლისი). გავლილი აქვს ტრენინგები (Perkin Elmer-ის დანადგარების გამოყენების ლექციების კურსი, AAnalis ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრები და პროგრამული უზრუნველყოფა). ამჟამად მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა რადიაციული ფიზიკა, ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკა, ნახევარგამტარების ტექნოლოგია და მასალათმცოდნეობა, ფიზიკის მეთოდები ეკოლოგიაში.