კეკელია ნორა
კეკელია ნორა

კეკელია ნორა კონსტანტინეს ასული(14.X.1942 სოფ. ბანძა, მარტვილის რაიონი), მათემატიკოსი, დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1964). იგი არის საქ. სტატისტიკური ასოციაციის წევრი. იყო ცხაკაიას (ამჟამინდელი სენაკის) რაიონის სოფ. ქვემო ფოცხოს საშ. სკოლის მათ. მასწავლებელი (1964-1965); თსუ–ის უწყვეტ ტანთა მექან. კათედრის ლაბორანტ. (1966-1970); თსუ–ის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრის ლაბორ. (1970-1990), შემდეგ ასისტენტი (1990-2006); თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის (ზსმფ) მოწვეული ლექტორი (2006-2009); თსუ–ის ზსმფ მათ. დეპარტ. pure მათემატიკის ლაბორატორიის უფრ. ლაბორანტი (2009-2013);  ის თსუ–ის ზსმფ მათ. დეპარტ. მასწავლებელია (2013-დან).