კეკელია ნანა (ნანული)
კეკელია ნანა (ნანული)

კეკელია ნანა (ნანული) (25.I.1937, ქ. ბათუმი,  – 7. IX .2020 ქ. თბილ.). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი ეკონ. გეოგრაფიის სპეციალობით (1961). დაიცვა საკანდ. დისერტაცია თემაზე „აღმოსავლეთ საქართველოს მიწის ფონდი და მიწათგაუმჯობესების პრობლემები“ (1973). თსუ-ში საქმიანობდა საათობრივი მოწვევის წესით (1972–1976). იყო თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის დოცენტი (1977–2004), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის საზ-ბრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2005–2008). თსუ-ში კითხულობდა სასწ. კურსებს: სსრკ-ის ეკონ. გეოგრაფია; პოსტსაბჭოთა სივრცის გეოგრაფია; საქართვ. ეკონ. გეოგრაფია; ბუნებრივი რესურსების შეფასება და მეურნეობის ტერიტორიული ორგანიზაცია. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი, მათ შორის: გეოგრაფია; საქართვ. გეოგრაფია; მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. და სასწ.-მეთოდური ნაშრომი, ძირითადად მიწის რესურსებისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. უნ-ტში მუშაობის პერიოდში იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სამეცნ.-კვლევითი მუშაობის დარგში; გეოგრაფიულ მეცნ. სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომ – თავმჯდომარის მ/შ. მინიჭებული აქვს თსუ-ის სამეცნ. პრემია.