-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი
კეკელია ანტონ გრიგოლის ძე
კეკელია ანტონ გრიგოლის ძე (02. VII.1921 სოფ. ბანძა-10.XI. 2005 ქ. თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის უფრ. მასწავლებელი (1967-1992), . დაამთავრა: ს. ბანძის საშ. სკოლა (1929-1938), თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით (1938-1944). სხვადასხვა დროს ის იყო ფიზ.-მათ. მასწავლებელი ორქა-მუხურჩის (1941-1942) და ბანძის (1944-1948) საშ. სკოლებში; შემდეგ ის იყო თსუ გეოფიზიკის კათედრაზე დამკვირვებელი (1948-1949); თსუ-ის დიფერენციალური და ინტეგრალური განტ-ებების კათედრის ასისტენტი (1949-1950) და ამავე კათედრის მდივანი (1949-1967), ფიზ.-მათ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1950); თსუ საღამოს სწავლების განყ-ების ლექტორი: მათ. ფიზიკაში, ფუნქციონალურ ანალიზსა და ინტეგრალურ განტ-ებებში (1967-1979).