კბილაშვილი დავით ავთანდილის ძე
კბილაშვილი დავით ავთანდილის ძე

კბილაშვილი დავით ავთანდილის ძე (07.II.1985, თბილისი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა ამერ. ჰუმანიტარული უნ-ტის თბილ. ფილიალის ბაკალავრიატის სრული კურსი (2003-2007), ჰოლანდიაში მაგისტრატურა, გრონინგენის ჰანცეს უნ-ტში (2008-2009), ასევე დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის ანგლია რასკინის უნ-ტის მაგისტრატურა, ბიზნესის მართვა, საერთაშ. ბიზნეს-მენეჯმენტის სპეციალობით. თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრირება მეღვინეების საერთაშორისო ბიზნესის სტრატეგიებში“ და სადისერტაციო საბჭომ მიანიჭა დოქტორის აკად. ხარისხი (2021). მუშაობდა: „ელიტკერამიკოს“ ბიზნეს განვითარების მენეჯერად; საერთაშ. საგანმან. სააგენტოს კავკასიის რეგიონალურ დირექტორად; სოფლის მეურნეობის სამინისრტოს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსად; გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტში მიწვეულ ლექტორად (2006-2019); არის ტურისტული კომპანია GIDI დირექტორი (2015-დან); ქუთაისის საერთაშ. უნ-ტის  ასისტენტ-პროფესორი; შავი ზღვის უნ-ტისა და აღმ. ევროპის საერთაშ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი;  თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასისტენტ-პროფესორი. კ. დ. აქტიურად მონაწილეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგებში, საერთაშ. კონფერენციებში და თანამშრომლობს უცხოეთის სხვადასხვა სამეცნ. ცენტრებთან, არის ბრიტანეთის საბჭოსა და Edukacion UK-is საგანმან. კონსულტანტი. საერთაშ. ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ეგზამინატორი. გამოცემული აქვს პუბლიკაციები იმპაქტ ფაქტორის ჟურნალებში: „ქალაქ ქუთაისის სამგზავრო სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაცია“ (ხანძთა, 2012, [ტ.] 5); „საწყობში ტექნოლოგიური პროცესის ორგანიზების პრინციპები“ (გონი, 2015, N3); „სატვირთო ვაგონების ურიკის გვერდითი და რესორებზედა ძელების გატეხვის მიზეზები“ (ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა, 2016, N3); „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვლიანი მობილური მანქანის სვლის სიმდოვრის კვლევა“ (ინტელექტი, 2025, N 1).  

 თხზ: კბილაშვილი, დ. (2022). კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრირება საერთაშორისო ბიზნეს-სტრატეგიებში. თბ., უნივერსალი; კბილაშვილი, დ. (მთარგმნელი). (2024). საერთაშორისო ფინანსები: [სახელმძღვანელო]: მე-5 გამოცემა. თბ.: უნივერსალი; კბილაშვილი, დ. (თანაავტორი). (2025). მეტროლოგია და ურთიერთშეცვლადობა ტენიკურ სერვისში: (დამხმ. სახელმძღვანელო). ქუთაისი.