-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ეკონომისტი
კბილაძე თამარ დავითის ასული (01. V. 1988, თბილისი), ეკონომისტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი, ფინან. და საბანკო საქმის სპეციალობით (2005-2009); მაგისტრატურა და დოქტურანტურა (2009-2014); დაიცვა მეცნ. კანდ. ხარისხი თემაზე: „საგადასახადო ტვირთვის ოპტიმალური დონის განსაზღვრის პრობლემები საქართველოში“ მიენიჭა აკად. დოქტორის წოდება (2014); იყო მიწვეული გერმანიასა და ლიეტუვაში, როგორც ლექტორი და მკვლევარი; საერთაშ. კონფერენიებზე მომხსენებლად ბარსელონასა და პარიზში; მისმა მოხსენებამ „ოპტიმალური საგადასახადო ტვირთვის თეორიული და ემპირიული საფუძვლები საქართველოში“ გაიმარჯვა ნომინაციაში “სესიის საუკეთესო მოხსენება“, რ-იც ორგანიზებული იყო საერთაშ. ეკონ. კვლევის ცენტრის მიერ; არის 20-მდე საერთაშ. და ადგილ. პუბლიკაციის, მონოგრაფიის ავტორი: „საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია საგადასახადო სისტემის სრულყოფა-ჰარმონიზაციას მოითხოვს“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2012, იანვარი-თებერვალი, N); საქართველოს ეკონომიკა საგადასახადო რეფორმის პირობებში“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2012, ოქტომბერი-ოქტომბერი, N5); „მდგრადი მაკროეკონომიკური განვითარების და მისი რაოდენობრივი შფასების კონცეპტუალური და ემპირიული კვლევის ასპექტები საქართველოში“ (სპექტრი, 2023, N 8); 15-მდე საერთაშ. კონფერენციის მომხსენებელი; DAAD-სა და ERASMUS გრანტების მფლობელი; მიღებული აქვს მრავალი ფულადი ჯილდო და სერტიფიკატი. კ. თ. ნაყოფიერი სამეცნ. და პედ. საქმიანობისათვის დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით; არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღლ. საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2024-დან).
თხზ.: კბილაძე, თ. (2018). ახალი საგადასახადო პარადიგმის ფორმირების თეორიულ- მეთოდოლოგიური და ემპირიული ასპექტები: მონოგრაფია. თბ., ISBN 9789941262999.