-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი
ქაზუმოვი ოქტაი შახის ძე (29.VIII.1984. ქ. მცხეთა, ციხისძირი), ფილოლოგი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2005), მაგისტრატურა (2009). არის თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დოქტორანტი (2010). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის მეცნიერ თანამშრომელი (2014-2018); გადაცემა „მეჩვიდმეტე სართულის“ თანაწამყვანი („ტვ ფორმულა“, 2021-2024). არის მწერალ ო. ჩხეიძის სახ. ერთჯერადი სტიპენდიანტი (2006). ქ. მარნეულის აზერბ. კულტურის ცენტრის სტიპენდიანტი (2006-2008); მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (2011), საპატიო სიგელი ქართ.-აზერბ. ლიტერატურული ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის (2011), საქ. პრეზიდენტის მედალი „სამოქალაქო თავდადებისთვის“ (2013), მირზა ფათალი ახუნდოვის სახ. მედალი (2022), იყო ლიტ. კონკურსის „თავისუფალი ლიტერა“ ჟიურის წევრი (2022).
თხზ.: Kazumov, O. (თანაავტორი). (2024). Identifying Cultural Intersections in the Works of Shota Rustaveli and Nizami Ganjavi, Cambridge Scholars Publishing, ISBN: 1-0364-1361-6; ქაზუმოვი, ო. (2013). მირზა ფათალი ახუნდზადე - ბოტანიკოს მუსიე ჟორდანისა და ცნობილი ჯადოქრის, დერვიში მასთალი შაჰის ამბავი. თბ., ინტელექტი, ISBN 978-9941-446-13-9; ქაზუმოვი, ო. (2012). Vaja-Pşavela “Qoqotur və Apşina“. თბ., დიოგენე, ISBN 978-9941-11-363-5; ქაზუმოვი, ო. (2012). 129 გვერდი ლიტერატურაზე. თბ., ინტელექტი, ISBN 978-9941-446-01-6; ქაზუმოვი, ო. (2007). აზერბაიჯანული პოეზია ქართულად, ქართული პოეზია აზერბაიჯანულად. თბ., კავკასიური სახლი, ISBN 978-99940-969-7-8.