-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი დოქტორი
ქავთარაძე თენგიზ პეტრეს ძე (23.IV.1947, დაბა ფასანაური), ეკონომისტი, დოქტორი. დაამთავრა საქართვ. ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწ.-კვლევითი ინ–ტი (1971), აგრეთვე, საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ–ტის სამართლის დასწრებული სწავლების აგრ. ეკონომიკის განყ–ების ასპირანტურა (1973), ეკონომიკის მეცნ. კანდიდატი (1978). ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნ–ტებში (1976-2014), საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ–ტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1977–1978), საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ–ტი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი (1986–1991), დმანისის ექსპერიმენტი, მართვის ფორმების, მეთოდების, ეკონ. მექანიზმის დახვეწა, „დმანისის ექსპერიმენტი“ (1982 - 1992), გარდაბნის რ–ნის მეცნიერ კონსულტანტი აგროსამრეწველო კომპლექსის (ასკ) მართვის საკიხებზე (1989–1991), გარდაბნის რ–ნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის კონცეფცია (1990), საგარეჯოს რ–ნის მეცნიერ კონსულტანტი, დანერგა კოლექტიური იჯარა ინ–ტის ეგიდით (1990–1991), პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტი, აგრობიზნესის ლაბორ. გამგე (1991–2006), ამავე ინ–ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2006–2009), სოფლის მეუნეობის ლაბორ. გამგე (2009–2015), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2015), დმანისის რ–ნის ფერმერულ მეუნეობებში დანერგა ინვესტირების წინადადებები (2003), ჟურნ. „საქართველოს სოფლის მეურნეობა“ ეკონ. განყ–ების გამგე (1985–1991), საქართვ. პარლამენტის ეკონ. პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი, ექსპერტ-კონსულტანტი (1992–1995), მეცნიერებაში ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს პრეზიდენტის მადლობა (2000).
თხზ.: ქავთარაძე, თ. (1987). დმანისის ექსპერიმენტი - მართვის სრულყოფის შედეგები და პერსპექტივები. თბ., გამომც. მეცნიერება; ქავთარაძე, თ. (1988). კოლექტიური იჯარის ზოგიერთ საკითხი საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობაში. თბ., გამომც. მეცნიერება, SBN 5520005230; ქავთარაძე, თ. (2003). აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართელო. თბ., გამომც. მეცნიერება, ISBN 9992806699; ქავთარაძე, თ. (2006). მცირე ბიზნესი: იმედები და რეალობა. თბ., გამომც. ლეგა, ISBN 9994087967; ქავთარაძე, თ. (2006). საზოგადოებრივ მეურნეობასთან პირად-დამხმარე მეურნეობის კოოპერირების როლი სასურსათო პროგრამის განხორციელებაში. თბ., გამომც. მეცნიერება.