ქავთარაძე პეტრე პავლეს ძე
ქავთარაძე პეტრე პავლეს ძე

ქავთარაძე პეტრე პავლეს ძე (07.V.1889, სოფ. ნოსირი, სენაკის მუნიციპალიტეტი-01.III.1966, დაკრძალულია თბილისის ვაკის სასაფლაოზე). ექიმი, მედიცინის მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1938), საქართვ. მეცნ. დამს.  მოღვაწე (1941), საპატიო ნიშნისა და ლენინის ორდენოსანი, საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1960-1966). დაამთავრა ოდესის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1915). სამედიცინოს დამთავრების შემდეგ, როგორც სამხედრო ექიმი, მონაწილეობს პირველ მსოფლიო ომში. პარალელურად  სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე წერილებს აქვეყნებს ქართ. ჟურნ.-გაზ. "ნოსირელის" ფსევდონიმით. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა: მიხაილოვის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ორდინატორის; უმცროსი, შემდეგ უფრ. ასისტენტის თანამდებობებზე (1918-1931); თბილ. N1 საავადმყოფოში, სადაც ჩამოაყალიბა ნერვულ სნეულებათა განყ-ება (1931), რ-იც შემდგომში გარდაიქმნა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის პედიატრიულ, სანიტ.-ჰიგიენურ, სტომატოლოგიურ და ნერვულ სნეულებათა კლინიკად. ამ პერიოდში იგი აირჩიეს კლინიკის ხელმძღვ. და მიენიჭა დოცენტის წოდება; სათავეში ჩაუდგა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის ნერვულ სნეულებათა კათედრას (1953-დან). მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა ბავშვთა სანატორიუმი კურორტ ახტალაში. იგი  38 სამეცნ. ნაშრომის ავტორია (1931-1953); სწავლობდა ნერვ-კუნთოვანი აპარატის ელექტროაგზნებადობას, ნერვული ბარიერების მნიშვნელობას, საკურორტო ფაქტორების გავლენას ნერვულ სისტემაზე და სხვ.

თხზ.: ქავთარაძე, პ. (1927). ნევროპათოლოგიის სახელმძღვანელო. ტფ., მედიკური ტეხნიკუმი; ქავთარაძე, პ. (1927). ვეგეტატიური ნერვული სისტემის სნეულებანი და რეფლექსები. ტფ.; ქავთარაძე, პ. (1934). ფსიქონევროლოგიის კურსი: სტომატოლოგ-სტუდენტთათვის. ტფ., სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორის გა-მა; ქავთარაძე, პ. (1937). ნევრო-ფსიქოპათოლოგიის კურსი. თბ., საქბიომედგამი; ქავთარაძე, პ. (1956). ნევროპათოლოგია: სახელმძღვ. საშ. სამედ. სკოლებისათვის. თბ., საქმედგამი.

ლიტ.: ქავთარაძე პეტრე პავლეს ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10. თბ., 1986. გვ. 442; თბილისი: ქავთარაძე პეტრე პავლეს ძე. ენციკლოპედია. თბ., 2002., გვ. 880, ISBN 9992820322.