-
ავტორი
- კატეგორიები: მთარგმნელი იურისტი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ქავთარაძე პეტრე ივანეს ძე (14. VII. 1883 (ძვ. სტ.), სოფ. ზოვრეთი, ზესრაფონის მუნიციპალიტეტი-03.X.1943, დაკრძალულია პოტმაში, მორდოვეთის რესპ.). ადვოკატი, იურისტი, მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთ. კლასიკურ გიმნაზია; პეტროგრადის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1915) და სამშობლოში დაბრუნდა. საქართვ.-ში დაბრუნებისთანავე ნაფიც დამცველთა კოლეგიაში ჩაეწერა. პავლე საყვარელიძესთან ერთად საქართვ. სოც.-დემოკრ. პარტიის „ალიონის“ ჯგუფს ხელმძღვანელობდა (1918-1921), რ-ის ბეჭდვით ორგანოს გაზ. „ალიონი“ წარმოადგენდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საზ.-კულტ. ცხოვრებაში. იყო ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის თბილ. განყ-ბის წევრი (1917-); საზ-ბის ნამდვილი წევრი (1916-); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917- 1918); რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის შემდეგ ადვოკატად გააგრძელა მუშაობა და დამცველად გამოდიოდა დიდ სასამართლო პროცესებზე. იგი იყო ლიტ. გაერთიანება „არიფიონისა“ და მწერალთა კავშირის წევრი (1927-1928); რუსულ-ქართ. ლექსიკონის, იურიდ. ტერმინოლოგიის, შემდგენელი და თანაავტორი (1937;) ის მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალიდან ნათარგმნი სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, „ანტიგონე“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, „კრიტონი“, ციცერონის „პირველი სიტყვა კატილინას წინააღმდეგ“, ოვიდიუსის „ჰეროიდები“ და სხვა. დააპატიმრეს (1941) და შიმშილით გარდაიცვალა „გულაგის“ ბანაკში (1943).
ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი, 471-1-16, გვ. 5.