-
ავტორი
- კატეგორიები: კარტოგრაფი
ქავთარაძე მიხეილ სტეფანეს ძე (30.IV.1892, თბილ.–1.VI.1974, თბილ.), კარტოგრაფი. სწავლობდა თბილ. ქართ. გიმნაზიაში (1902-1912), საქართვ. სამხ. სამინისტროს მიერ მოწყობილ კურსებზე, რ-იც წარმატებით დაამთავრა კარტოგრაფის სპეციალობით (1919-1920). სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართვ. რესპუბლიკის სამხ. სამინისტროს ტოპოგრაფიულ განყოფილებაში აქაქად (მეჩუქურთმედ), კავკასიის წითელდროშოვანი არმიის მთავარი შტაბის ტოპოგრაფიულ განყ-ბაში, საქართვ. კარტოგრაფიულ ინ-ტში, გეოგრ. ინ-ტში (1933-დან, იყო ინ-ტის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი). ქ. მ.-მ თსუ-ში მუშაობა დაიწყო ჯერ სამათემატიკო და საბუნებისმტყველო ფაკ-ტის საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე (1918-დან). ნახევარი საუკუნის მანძილზე იგი მონაწილეობდა თითქმის ყველა ქართ. რუკის შედგენა- გამოცემაში. გააფორმა პირველი ქართ. გლობუსი (1928), რ-იც ამჟამად დაცულია ვ. ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტში. იგი ეწეოდა აგრეთვე რუკების გრავირების სამუშაოსაც. მის მიერაა გრავირებული არაერთი ქართ. გეოგრ. რუკები (1925-1933). ქ. მ.-ს მიერაა შედგენილი და გამოცემული „ქართული კარტოგრაფიული შრიფტი (ზოგიერთი ნიმუში), რ-საც პირველი ქართველი კარტოგრაფები იყენებდნენ რუკაშედგენისას (1964). იგი გამოყენებულია „საქართველოს ეროვნული ატლასის“ (თბილ.-მოსკოვი, 1964) შედგენისას. ქ. მ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით (1953), საქართვ. უმაღლ. სკოლებისა და სამეცნ. დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რესპ. საბჭოს სიგელით (1964).
თხზ.: ყიფიანი, შ.; ხუნჯუა, გრ. (1957). შესანიშნავი კარტოგრაფი. საქართვ. გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, ტომი 9-10, გვ. 285-287; პეტრიაშვილი, ო. (1961). ღვაწლმოსილი კარტოგრაფი, გაზ. „ახალგაზრდა სტალინელი“, 4 ნოემბერი, გვ. 4; ხუნჯუა, გრ.; ყიფიანი, შ.; ჩეკურიშვილი, რ. (1964). დამსახურებული კარტოგრაფი, გაზ. თბილისის უნივერსიტეტი, 27 ნოემბერი, გვ. 4; პეტრიაშვილი, ო. (1970). გლობუსი, 1928, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 24 დეკემბერი, გვ. 3; პეტრიაშვილი, ო. (1972). ქართული კარტოგრაფიის ამაგდარი, გაზ. ახალგაზრდა კომუნისტი, 22 თებერვალი, გვ. 3; გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, გეომორფოლოგიის კათედრა, (1974). მ. ქავთარაძე, გაზ. თბილისის უნივერსიტეტი, 14 ივნისი, გვ. 4; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 255; ISBN 9992806982; ბოლაშვილი, ნ., გორდეზიანი, თ., დავითაია, ე., დონაძე, ც., ელიზბარაშვილი, ნ., ლაღიძე, ლ., მაჭავარიანი, ლ., მგალობლიშვილი, ქ., ნანობაშვილი, თ., ნიკოლაიშვილი, დ., სალუქვაძე, ე., სართანია, დ., სეფერთელაძე, ზ., ტრაპაიძე, ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 5, ISBN 978-9941-13-364-0.